სოციალური ფენა ინდუსტრიამდელ საზოგადოებებში, რომლის წევრთა ადგილი საზოგადოებაში, უფლება–მოვალეობები ადათით ან კანონმდებლობით იყო განსაზღვრული და მემკვიდრეობით გადადიოდა. გარეშე ეკონომიკური იძულება აკანონებდა სხვადასხვა კლასისა და ფენის განსხვავებულ უფლება–მოვალეობებს. მაგ., ბატონყმობის პირობებში უმაღლეს პრივილეგირებულ წრეს მიეკუთვნებოდა თავადაზნაურობა და სამღვდელოება. წოდებრივ ორგანიზაციას რთული იერარქიული ხასიათი ჰქონდა და გამოიხატებოდა მისი წევრების მდგომარეობის ან პრივილეგიების უთანასწორობაში. კასტაც განიხილება როგორც წოდებრივი ორგანიზაცია, მაგრამ აქ მემკვიდრეობის პრინციპი შეურყეველია. წ – ში კი წევრობის უფლების შეძენა შეიძლებოდა ფულითაც, უზენაეს ხელისუფალთაგან ბოძების სახითაც. წოდებრივი ორგანიზაციის კლასიკურ საზოგადოებად ფეოდალურ საფრანგეთს მიიჩნევენ, სადაც XIII ს–ის ბოლოსათვის დასრულდა წ–თა იურიდიული ჩამოყალიბება შესაბამისი სტატუსით – სამღვდელოთა, თავადაზნაურთა და მესამე წ–დ. საქართველოში წოდებრივი ორგანიზაცია რიგი სპეციფიკით ხასისთდებოდა: წ–თა შორის არ იყო გარდაუვალი ზღვარი; წ–ებს არ ახასიათებდა კასტური კარჩაკეტილობა და სხვ.
წოდება
Rank, Title
კატეგორია: