ვთქვათ, შერჩევის ყველა მონაცემი ერთმანეთისაგან განსხვავებულია და ისინი დალაგებულია ზრდის მიხედვით. x მონაცემის რანგი (rank) ეწოდება ამ მონაცემის ნომერს (რიგით მერამდენეა ამ დალაგებაში) ზრდის მიხედვით დალაგებულ მწკრივში. რანგი წარმოადგენს მონაცემთა პოზიციის მახასიათებელია და აღინიშნება r ასოთი.
მაგალითი N1. განვიხილოთ მონაცემები: 13 5 7 3 15 10 და თითოეულ მათგანს მივუწეროთ თავისი რანგი.
დავალაგოთ მონაცემები ზრდის მიხედვით ანუ ავაგოთ ვარიაციული მწკივი, რადგან არც ერთი მონაცემი არ მეორდება, ამიტომ რანგი თითოეული მონაცემის რიგითი ნომერია:
x 3 5 7 10 13 15 20 23
r 1 2 3 4 5 6 7 8
მაგალითად, r(7)=3.
ვთქვათ შერჩევაში ზოგიერთი მონაცემი მეორდება, ეს მონაცემები დავალაგოთ არაკლებადი მიმდევრობის სახით ანუ ვარიაციულ მწკრივად. იმ ელემენტის რანგი რომელიც არ მეორდება ისევ იქნება მისი ნომერი მწკრივში, ხოლო იმ ელემენტის რანგი, რომელიც მეორდება განიმარტება როგორც ამ განმეორებადი ელემენტების რიგითი ნომრების საშუალო არითმეტიკული.
მაგალითი N2.
x 3 3 5 7 10 10 10 13 15 15 20 20 20 20 20 23
r (1+2)/2=1,5 3 4 (5+6+7)/3=6 8 (9+10)/2=9.5 (11+12+13+14 +15)/5=13 16
განმეორებად მონაცემებს, მაგალითად 10-ს, უნდა მივუწეროთ რანგი რომელიც უდრის ამ მონაცემების რიგითი ნომრების საშუალო არითმეტიკულს (5+6+7)/3=6.
როგორც ვხედავთ, რანგი არის მონაცემის პოზიციის მაჩვენებელი და შეიძლება გამოიყენებოდეს იმის შესაფასებლად, რამდენად ძლიერადაა გამოხატული ესა თუ ის თვისებრივი მახასიათებელი ინდივიდში. თუ 10 ცდის პირს შორის ჩატარებულ ლიდერობის უნარის გამოკვლევაში ცდის პირის რანგია 8, ეს ნიშნავს რომ ის საკმაოდ კარგი ლიდერია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა