ცვლადი სიდიდე, რომლის მნიშვნელობები დამოკიდებულია შემთხვევითი ცდის ან მოვლენის შედეგებზე. შემთხვევით სიდიდეთა მაგალითებს წარმოადგენენ: რაიმე ფიზიკური სიდიდის გაზომვის შედეგები (სიმაღლე, წნევა, წონა), რაიმე კითხვაზე შესაძლო პასუხები (კი, არა, არ ვიცი), და ა.შ.
შემთხვევითი სიდიდე შეიძლება დავუკავშიროთ რაიმე შემთხვევით ექსპერიმენტსაც. მაგალითად, ორი კამათლის გაგორებისას შემთხვევითი სიდიდე განვმართოთ როგორც მოსული რიცხვების ჯამი. მაშინ ამ შემთხვევითი სიდიდის შესაძლო მნიშვნელობებია 2,3,4,...,12. თუ შემთხვევითი სიდიდე არის 5-შვილიან ოჯახში ბიჭების რაოდენობა, მაშინ შესაძლო მნიშვნელობებია 0,1,2,3,4,5.
არსებობს ორი ტიპის შემთხვევითი სიდიდე - დისკრეტული და უწყვეტი. დისკრეტული სიდიდე ღებულობს მნიშვნელობებს სასრული ან თვლადი სიმრავლიდან, ხოლო უწყვეტი შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მნიშვნელობა რაიმე რიცხვითი შუალედიდან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა