შემთხვევითი რიცხვები

Random Numbers

არის 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ,8, 9 ციფრების შემთხვევითი მიმდევრობა, სადაც თითოეული ციფრი დაახლოებით ერთნაირი სიხშირით ჩნდება. შემთხვევითი რიცხვების გენერირების რამოდენიმე მეთოდი არსებობს. მარტივი მეთოდია თუ 10 ბარათზე დავაწერთ ციფრებს 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ,8, 9 შესაბამისად, ჩავყრით ყუთში და შემთხვევით ამოვიღებთ ერთ ბარათს. ამ ბარათის ციფრს დავაფიქსირებთ და ბარათს უკან ჩავდებთ. შემდეგ ისევ შემთხვევით ამოვიღებთ ერთს და ა.შ. ცხადია ყველა რიცხვის ამოსვლის ალბათობა ყოველ ჯერზე არის 1\10, ამითომ თუ ბევრჯერ ჩავატარებთ პროცედურას ყველა რიცხვი დაახლოებით ერთნაირი სიხშირით უნდა ამოვიდეს. ახლა ასეთი მექანიკური მეთოდებით არ სარგებლობენ და შემთხვევით რიცხვებს კომპიუტერით მოიპოვებენ. არსებობს უკვე გამზადებული შემთხვევითი რიცხვების ცხრილები, ერთ-ერთი მოყვანილია ქვემოთ:

მაგალითი: უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსების N=500 სტუდენტისგან საჭიროა n=20 მოცულობის შერჩევის გამოყოფა, რათა მოეწყოს გამოკითხვა. გადავნომროთ ეს სტუდენტები, პირველი ნომერი - 001, მეორე - 002, და ა.შ. ბოლო ნომერი 500. ვისარგებლოთ თანაბრად განაწილებული შემთხვევითი რიცხვების ცხრილით. ამ ცხრილის ფრაგმენტი შეიცავს შემთხვევითი ციფრების 30 სტრიქონსა და 30 სვეტს.

ცხრილზე შემთხვევით უნდა ავირჩიოთ ერთი რიცხვი. ვთქვათ, ჩვენ ავირჩიეთ მე-15 სტრიქონისა და მე-7 სვეტის გადაკვეთაზე რიცხვი 316, გავყვეთ მარჯნივ ამ სტრიქონს და ავირჩიოთ ციფრების 20 სამეული ისე, რომ გამოვტოვოთ 500-ზე მეტი რიცხვები, მივიღებთ:  316  188  258  387  366  266  339  293  403  105  099  413  290  464  159  469  160 253  043  372

ყველა ეს რიცხვი 500-ზე ნაკლებია და გამოსაყოფი შერჩევა იქნება შედგენილი ცდის პირებისაგან ამ ნომრებით.

ცხადია, შეგვეძლო სტრიქონის გასწრივ გვევლო არა მარჯვნივ, არამედ მარცხნივ, სვეტის გასწრივ ზემოთ ან ქვემოთ, ოღონდ, აუცილებლად წინასწარ განსაზღვრული გეგმით. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: