ექსპერიმენტი / ცდა (შემთხვევითი ექსპერიმენტი)

Random Experiment

ეწოდება პირობათა რაიმე გარკვეული კომპლექსის განხორციელებას, როგორც წესი, იგულისხმება, რომ:

1. ექსპერიმენტის (ცდის) ჩატარებამდე შესაძლებელია ყველა შესაძლო ურთიერთგამომრიცხავი შედეგის მითითება;

2. ექსპერიმენტის ჩატარებამდე შეუძლებელია მისი შედეგის ცალსახად განსაზღვრა;

3. შესაძლებელია ექსპერიმენტის მრავალჯერადი განმეორება.

მაგალითად, შემთხვევით შერჩეული ადამიანის სქესის დაფიქსირება ექსპერიმენტის მაგალითია, ვინაიდან აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირობას. ასევე ადამიანის ტემპერამენტის ტიპის დადგენა, ყოველდღიური ტემერატურის გაზომვა, ვალუტის კურსზე დაკვირვება და ა.შ.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: