საზოგადოებრივი აზრი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Public Opinion

ქვეყნის მოსახლეობის, დიდი სოციალ-დემოგრაფიული ჯგუფების დამოკიდებულება საზოგადობრივი ცხოვრების პრობლემებისადმი, გამოხატული მსჯელობებში, შეფასებებში, ემოციებში, განწყობებსა და სხვ. ს.ა. ხასიათდება გარკვეული იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური მიმართულებით, აქტივობით, მდგრადობით. იგი გამოდის ექსპრესიული, მაკონტროლებელი და დირექტიული ფუნქციებით - იკავებს გარკვეულ პოზიციას, იძლევა რჩევას, გამოაქვს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საზოგადოებრივ საკითხებზე, არეგულირებს ინდივიდების, ერთობების, სოციალური დაწესებულებების მოქმედებას, მხარს უჭერს ან უკუაგდებს ამა თუ იმ წარმოდგენებს, ღირებულებებს, ნორმებს. ს.ა-ის მხედველობის არეში, ჩვეულებრივ, ხვდება სინამდვილის მხოლოდ ის მოვლენები და ფაქტები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს იწვევენ. ს.ა. შეიძლება ჩამოყალიბდეს სტიქიურად, თუმცა თანამედროვე საზოგადოებების პირობებში იგი განიცდის განსაზღვრულ ზეგავლენას მრავალრიცხოვანი სოციალური ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, სხვადასხვა კონკრეტულ სიტუაციებში იგი რეალობასთან ადეკვატურობის სხვადასხვა ხარისხს ავლენს. იგი შეიძლება შეიცავდეს როგორც მართებულ, რეალისტურ, ისე მცდარ, ილოზორულ წარმოდგენებს სინამდვილეზე (ჰაბერმასი, პოპერი).

კატეგორია: 
ავტორები: