საზოგადოებრივი ჩართულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Public Engagement

გარე აქტორთა მხრიდან საჯარო სექტორში თანამონაწილეობის შესაძლებლობებზე საუბრისას ყურადღება მახვილდება ჩართულობის სხვადასხვაგვარ სპექტრზე. იმის მიხედვით, თუ რა მოდელს აგებს საჯარო სექტორი მოქალაქეებთან/გარე აქტორებთან მიმართებაში, შესაძლებელია გამოიყოს ჩართულობის თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავებული შემდეგი 4 მოდელი:

ინფორმირების მოდელი (Informative Model) - ეს მოდელი გულისხმობს საჯარო სექტორში მინიმალურ თანამონაწილეობას, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმირებული მოქალაქეებისა და გარე აქტორების მოდელით.

კონსულტირების მოდელი (Consultation Model) - ამ შემთხვევაში კერძო სექტორის მოსაზრებები ჩართულობის გარეშეა მხედველობაში მიღებული. ამისათვის გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები და სხვა ტექნიკები, რომლებიც მხოლოდ არაპირდაპირი სახით იძლევიან  მოქალაქეთა დამოკიდებულებების მხედველობაში მიღების შესაძლებლობას. მსგავს მოდელს ექვემდებარება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტებიც.

ჩართულობითი მოდელი (Engagemengt Model) - უპირატესად მხედველობაში იღებს კოლაბორაციულ ურთიერთობას საჯარო და კერძო სექტორს შორის, რომელის ფარგლებშიც გამოყენებული არაერთი ტექნიკის დახმარებით საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებს უშუალოდ პირდაპირი ურთიერთობების საშუალება ეძლევათ. მსგავსი მოდელის მაგალითებია მოქალაქეთა ასამბლეები, კომისიები, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და ა.შ.   

უფლებამოსილებით აღჭურვის მოდელი (Empowerment Model) - მსგავს მოდელში საზოგადოებასთან თანამშრომლობა ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ჩართულობის ხარისხს, რადგან ახალისებს თანამონაწილეობასა და თანამშრომლობას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ინოვაციური პრაქტიკების წარმატებისთვის. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: