ფსიქოსემანტიკა

Psychosemantics

70–იან წლებში აღმოცენებული ექსპერიმენტული პარადიგმა, რომელიც შეისწავლის მნიშვნელობათა ინდივიდუალური და ჯგუფური სისტემების გენეზისს, აგებულებასა ადა ფუნქციონირებას; ექსპერიმენტულად იკვლევს ცნობიერებაში მნიშვნელობათა არსებობის მრავალგვარ ფორმას (ყოველდღიურ ცნებებს, ხატებს, სიმბოლოებს, კომუნიკაციურ და რიტუალურ ქმედებებსა და სხვ.). ფ. ეყრდნობა მნიშნელობათა სემანტიკური მსავსების დასადგენ მეთოდთა (ასოციაციურ, მრავლობითი, იდენტიფიკაციის, სემანტიკური დიფერენციალის, კლასიფიკაციის, სკალირების, დახარისხებისა და სხვ.) ერთობლიობას და იყენებს მრავალგანზომილებიანი სტატისტიკის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტარიებს. ფ–ის ძირითადი მეთოდია სემანტიკური სივრცეების აგება, რომელიც განიხილება ცნობიერების მოდელურ ოპერაციონალისტურ ანალოგად. ფ–ის გამოკვეთილი ინტერდისციპლინური ხასიათი განაპირობებს ამ მიდგომის წარმატებით გამოყენებას არა მარტო ზოგად და სოციალურ ფსიქოლოგიაში, არამედ სოციალურ მეცნიერებათა მრავალ სფეროში, მათ შორის სოციოლოგიასა და პოლიტილოგიაში, აგრეთვე, ეთნოლოგიასა და კულტურის სხვა მეცნიერებებში.

კატეგორია: 
ავტორები: