Psychodrama
ფსიქოთერაპიის მორენოსეული (იაკობ ლევი მორენო 1892-1974) მოდელი, დაკავშირებული „სპონტანურ თეატრთან“. ამ მეთოდის მეშვეობით პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარი თავი განსხვავებულ როლებში განიცადოს. ამ მეთოდის მიზანია, ისევე როგორც ფსიქოანალიზში „კათარზისის“ მიღწევა ანუ საკუთარი ცხოვრების რეალობის და მასში დამალული კონფლიქტურობის მეტ–ნაკლებად შოკური გაცნობიერება. ეს პრინციპი შესაძლებელია წმინდა დიაგნოსტიკური თვალსაზრისითაც იქნეს გამოყენებული (ისევე როგორც სოციოდრამა).
კატეგორია: