პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Protestant Ethic and the Spirit of Capitalism

მაქს ვებერის (1864-1920) მიერ 1904-1906 წლებში შექმნილი შრომა Dia Protestantische Ethik und der Geist des Kapitalizmus (გამოქვეყნდა 1920 წ.), სადაც ის აანალიზებს პროტესტანტული და შესაბამისად, კალვინისტური კონფესიის (აღმსარებლობის) საერო ცხოვრებაში გამოყენებასა და მის სპეციფიკურ მორალს, რომელმაც განსაზღვრა კაპიტალიზმის ღირებულებათა სისტემა. ვებერი ამ შრომაში ეხება კაპიტალიზმის განვითარების საკითხებსაც. ვებერის თანახმად, კაპიტლიზმი მეურნეობის ტიპია, რომელიც ემყარება გაცვლის გამოყენებით მოგების მიღების მოლოდინს. ამგვარი კაპიტალიზმი, აღნიშნავს ვებერი, ყველგან არსებობდა: ჩინეთში, ინდოეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ძველ საბერძნეთში. შუასაუკუნეების ევროპაში და ახალ დროშიც კაპიტალიზმის ადრე არსებული ფორმებისაგან დასავლურ კაპიტალიზმს შემდეგი შემდეგი ნიშნები განასხვავებს: 1. სასაქონლო ბაზარზე ორიენტაცია; 2. თავისუფალი (ფორმალური) შრომის ნაციონალურ-კაპიტალისტური ორგანიზაცია; 3. წარმოების მოწყვეტა საოჯახო მეურნეობისაგან; 4. რაციონალური საბუღალტრო აღრიცხვა; 5. მეცნიერებისა და მეცნიერებაზე დამყარებული ტექნიკის გამოყენება, რაც ხელს უწყობს. 6. სამართლის რაციონალური სტრუქტურისა და მართვის ფორმირებას. დასავლური კაპიტალიზმის ფორმირება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურმა ეთიკამ. ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალური ეთიკის მატარებლად, ვებერის თანახმად, გვევლინება კალვინიზმი, პიეტიზმი, მეთოდიზმი და ანაბაპტისტებიდან გამოსული სხვა სექტები. ვებერი ძირითადად კალვინიზმს აანალიზებს, სწორედ კალვინიზმმა შეუწყო ხელი თანამედროვე „ეკონომიკური ადამიანისა“ და ეკონომიკური თვალსაზრისით ბურჟუაზიული რაციონალური ცხოვრების წესის ფორმირებას. ამასთან დაკავშირებით ვებერის არგუმენტებია: 1) პურიტანიზმი (წინასწარგანსაზღვრულობის (პრედესტინაციის) რწმენა, თითოეული ადამიანის მოვალეობა იშრომოს ღვთის სადიდებლად, მკაცრი ასკეტიზმი და ა.შ.) გამორიცხავს მისტიციზმს და აქვს ანატირიტუალური ხასიათი. ეს კი მოხსნის ყველა დაბრკოლებას „სამყაროს განჯადოების“ (სამყაროს გრძნეულებისაგან განთავისუფლების - die Entzäberung der Welt) გზაზე. 2) პურიტანიზმმა საშუალება მისცა მორწმუნეს, პროფესიული საქმიანობის წარმატება საკუთარი რჩეულობის და, მაშასადამე, ხსნის ნიშნად მიეჩნია. პროფესიული საქმიანობა გაგებულ იქნა, როგორც მუხლჩაუხრელი შრომა ღვთის სადიდებლად, ხოლო ასეთი შრომით მოპოვებულ ფულს ჩამოშორდა ვერცხლისმოყვარეობის ცოდვის იარლიყი. 3) პურიტანების ეთიკას აქვს მკაფიოდ გამოხატული ასკეტური ხასიათი და ამ ეთიკას ფულის ხარჯვა დაჰყავს მინიმუმადე, რასაც ფულის მასის მუდმივი მატების შემთხვევაში (მოგება) ავტომატურად მივყავართ წარმოების მეტ ინვესტიციებამდე და გაფართოებამდე. ასკეზის ანალიზს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ვებერის ამ ნაშრომში. ვებერის აზრით, მან ორი ეტაპი გაიარა: 1) ასკეზამ ბერ-მონაზვნური სენაკიდან პროფესიულ ცხოვრებაში გადაინაცვლა და საერო ზნეობაზე გაბატონდა; 2) რელიგიური ასკეზის საერო ზნეობაზე გაბატონებამ ადამიანი უფრო დამოკიდებული გახადა საერო ცხოვრებასა და მის სიკეთეებზე. ვებერის თანახმად, საერო ცხოვრება განთავისუფლდა რელიგიური ასკეზის სულისკვეთებისაგან და უკვე არ სჭირდება ასკეზის რელიგიური საყრდენი.

კატეგორია: 
ავტორები: