პროპაგანდა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Propaganda

პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისათვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკის განხორციელებას. საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის მიზანია შექმნას საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად მიმზიდველი იმიჯი და დანერგოს მისდამი სიმპათია, მაქსიმალურად ეცადოს გაამართლოს ქვეყნის ყოველი ქმედება, ხოლო დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ შექმნას უარყოფითი წარმოდგენა და ნეგატიურად განაწყოს მსოფლიო საზოგადოება. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის ტრადიციულ საშუალებებს - პრესას, რადიოს, ტელევიზიას დაემატა ისეთი მძლავრი საშუალება, როგორიც ინტერნეტია. საგარეო პოლიტიკური პ-ის მიზანია ზეგავლენა მოახდინოს „სამიზნე“ ქვეყნის მოსახლეობაზე, რათა მან, თავის მხრივ, გავლენა მოახდინოს თავისი მთავრობის მოქმედებაზე. პ-ის პროცესი გულისხმობს:1) „კომუნიკატორს“ სხვათა განწყობის, აზრის, ქცევის შეცვლის განზრახვით;2) სიმბოლოებს - დაწერილს, თქმულს ან ქცევითს - რომელთაც კომუნიკატორი იყენებს;3) კომუნიკაციის საშუალებას;4) აუდიტორიას ანუ სამიზნეს. პ ძალიან იშვიათადაა სრული სიმართლე, მაგრამ მთლიანად ტყუილიც არ შეიძლება იყოს. იგი მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს, ამასთანავე განწირულია წარუმატებლობისათვის, თუკი გარეგნულად ჩანს,რომ პ-აა.

 

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: