Promiscuity
უწესრიგო, შემთხვევითი, არარეგულირებადი სქესობრივი კავშირები. მორგანის თანახმად, პირველყოფილ ერთობებში სქესობრივ ურთიერთობათა უძველესი ფორმაა და წინ უსწრებს ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობას. სქესობრივ ურთიერთობებს საზოგადოება ყოველთვის არეგულირებს რაიმე ფორმით, რაც დამოკიდებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა და იდეოლოგიაზე. აბსოლუტური პ. ანუ სქესობრივ ურთიერთობათა სრული მოუწესრიგებლობა მეცნიერთა მიერ ფიქსირებული არსად არაა - მსგავსი რამ დროებითი დაშვებულია მხოლოდ ორგიასტული დღესასწაულების დროს.
კატეგორია: