პროგრამის შეფასება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Programme Evaluation

პროგრამის შეფასება გულისხმობს მისი ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური და ა.შ. შედეგების გულდასმით შესწავლას: 1. მთავრობის ქმედებების სისტემური შეფასება, რათა პროგრამის მოკლე და გრძელვადიანი ეფექტი იქნეს განჭვრეტილი. პროგრამის შეფასება მართვის შეფასებისაგან განსხვავდება, რადგან ეს უკანასკნელი პროგრამის შიდა ადმინისტრაციულ მხარეზე კონცენტრირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის შეფასება მენეჯმენტსა და ორგანიზაციულ ინფორმაციაზე მოდის, ძირითადი წნეხის ქვეშ პროგრამის საბოლოო მიზნები და გავლენები ექცევა. ფორმალური პროგრამის შეფასება, ზოგადად, მჭიდრო კავშირის დამყარებას  მოითხოვს პროგრამასა და მის შემფასებლებს შორის.  შიდა შეფასებები, რაც არ უნდა კარგად ჩატარდეს, აუცილებლად მიკერძოებული იქნება. 2. პროგრამის ან საგრანტო პროექტის ეფექტურობის შეფასება მისი დასრულების შემდეგ, რაც გრანტის გამცემი სააგენტოს მიერ სრულდება და განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად, კანონიერად და თავდაპირველ საგრანტო აპლიკაციასთან შესაბამისად იქნა დახარჯული თანხები. 

შეჯამებითი შეფასება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა პროგრამა გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობს. შემაჯამებელ შეფასებას მეორენაირად პროგრამის განხორციელების შემდგომ შეფასებასაც უწოდებენ. შემაჯამებელი შეფასების დროს საჭიროა შეფასდეს პროგრამის ეფექტიანობის ხარისხი და განისაზღვროს მისი მთლიანი ღირებულება. ინფორმატიული შეფასება, ძირითადად, პროგრამის განხორციელების პერიოდში (შუალედური შეფასება) მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება და მას სხვაგვრად მონიტორინგსაც უწოდებენ.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: