პრეფრონტალური ლობოტომია

Prefrontal Lobotomy

ფსიქოქირურგიის ყველაზე ცნობილი ფორმა, რომლის დროსაც იჭრება თავი ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები, კერძოდ, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოები.

პროცედურა შეიმუშავა ეგაშ მონიშმა (Egas Moniz). მან 1949 წელს ნობელის პრემია მიიღო მკურნალობისამ მეთოდში, რომელიც, როგორც ჩანდა, ცვლიდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა ფინქციონირებას.

თავდაპირველად, ლობოტომიის კანდიდატები აგზნებადი შიზოფრენიული პაციენტები და კომპულსიური და შფოთვითი აშლილობების მქონე პაციენტები იყვნენ. ფსიქოქირურგიის ეფექტი შთამბეჭდავი იყო: პროცედურის შემდეგ სახეზე იყო ახალი პიროვნება, რომელიც არ ხასიათდებოდა ძლიერი ემოციური აგზნებით და, შესაბამისად, არც ყოვლისმომცველი შფოთვით, დანაშაულის განცდითა და რისხვით იტანჯებოდა. თუმცა, ოპერაცია სამუდამოდ ანადგურებდა ადამიანის ბუნების არსებით მახასიათებლებს: პაციენტები, რომელთაც ლობოტომიის პროცედურა ჰქონდათ გავლილი, კარგავდნენ საკუთარ უნიკალურ პიროვნულ მახასიათებლებს. ლობოტომიის შემდეგ მათ აღარ შეეძლოთ მომავლის დაგეგმვა, ახასიათებდათ გულგრილობა გარშემომყოფთა მოსაზრებებისადმი, ინფანტილიზმი, ინტელექტუალური და ემოციური გასადავება. ესენი იყვნენ ადამიანები, საკუთარი მეს მთლიანობის განცდის გარეშე. მაგალითად, მონიშის ერთ-ერთი პაციენტი იმდენად გაოგნებული და განაწყენებული იყო ასეთი მოულოდნელი შედეგებით, რომ ესროლა კიდეც ექიმს, რის შემდეგაც ის ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა.

ვინაიდან ფსიქოქირურგიის და, კერძოდ, პრეფრონტალური ლობოტომიის მოქმედება შეუქცევადია და კარგად არის ცნობილი მისი მძიმე უარყოფითი შედეგები, დადებითი კი ნაკლებად თვალსაჩინოა, მისი გამოყენება ძალიან შეზღუდულია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: