Preconscious Memories
მეხსიერება, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის ცნობიერი, მაგრამ ცნობიერდება აუცილებლობის შემთხვევაში.
მოგონებები, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობიერებისათვის ხელმისაწვდომი, რაც რაღაც წარმართავს ჩვენს ყურადღებას მათზე, წინარე ცნობიერი მოგონებების სახელით არის ცნობილი. მოგონებები უზარმაზარი მოცულობის მქონე ინფორმაციასთან ერთად ინახება, როგორიცაა, მაგალითად, ენების, სპორტის ან გეოგრაფიის ზოგადი ცოდნა და მოგონებები პიროვნულად განცდილი მოვლენების შესახებ. წინარე ცნობიერი მეხსიერება შეუმჩნევლად არსებობს ჩვენს გონებაში მანამ, სანამ არ შეიქმნება მათი ცნობიერად არსებობის საჭიროების სიტუაცია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
კატეგორია: