კონცეფცია, რომელიც უარყოფს სოციალურ სამყაროში ზოგადსაყოველთაო ლოგიკის ან კიდევ სტრუქტურის არსებობას. პოსტსტრუქტურალისტების თანახმად, არსებობს მხოლოდ ზედაპირული, ყოვლგვარ ღრმა კავშირებს მოკლებული გარე სამყარო. ამიტომ პ-ის აზრით, სოციოლოგიის საგანი უნდა იყოს პრაქტიკაში განცდილი სამყარო და არა ჰიპოთეზური საბაზისო სტრატები. პ-ის წამყვანი წარმომადგენლები არიან დერიდა, დელიოზი, ბოდრიარი, ლიოტარი, კასტორიადისი, კრისტევა. ამ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან ამერიკელი ლიტერატურათმცოდნეები: მილერი, ბლუმი, დე მანი და ა.შ., რომელთაც დერიდას ზეგავლენა განიცადეს. ხშირად პოსტტრუქტურალისტურად მიიჩნევენ რ. ბარტის შემოქმედების „პოლიტიკური სემიოლოგიისა“ და მ. ფუკოს „ძალაუფლების გენიალოგიის“ პერიოდს. პ. ერთიანი არ არის და არა აქვს საერთო პროგრამა, რომელიც შეიძლება ყველა პოსტსტრუქტურალისტმა სავალდებულოდ მიიჩნიოს. თუმცა არსებობს პ-ისათვის საპროგრამო ხასიათის შრომები, ასეთია, მაგ., დერიდას შრომა „გრამატოლოგიის შესახებ“.
პოსტსტრუქტურალიზმი
Poststructuralism
კატეგორია: