მიმართულება, რომელიც აღმოცენდა მეცნიერებისა და პოსტპოზიტივისტური ფილოსოფიის გავლენით. მოიცავს სრულიად სხვადასხვაგვრ კონცეფციას - კრიტიკულ რაციონალიზმს (კ. პოპერი, ი. დიკატოსი), ისტორიულ მიმარულებას (ტ. კუნი, ჯ. ჰოლტონი), მეცნიერულ რეალიზმსა (რ. არე) და სხვ. სოციალური მეცნიერების, ფილოსოფიის პოსტპოზიტივისტური კონცეფციების მრავლგვარობა და გაფანტულობა არ იძლევა საშუალებას რაიმე ერთიანი მეთოდოლოგიური პოზიციის დაფიქსირებისათვის, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მისი ორი ყველაზე ზოგადი მახასიათებელი. ჯერ ერთი, ის არის „მეტაფიზიკის“ რეაბილიტაცია, ფილოსოფიური დაშვებების მნიშვნელოვანი როლის აღიარება სოციალურ გამოკვლევებში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ტრადიციული პოზიტივიზმი. ფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივი იდეების აღიარებასთან არის დაკავშირებული პოსტპოზიტივისტური მეთოდოლოგიის მომხრეთა მისწრაფებაც - სოციალურ გამოკვლევებში ჩაერთოთ შემეცნებითი პროცესის კომპონენტი. მეორე - ახალი მეთოდოლოგიური ორიენტაცია მთლიანად იღებს პოსტპოზიტივისტურ თეზისს ცოდნის თეორიული დონის თვისებრივი თავისებურებებისა და შემეცნებაში მისი განმსაზღვრელი როლის შესახებ.
პოსტემპირიზმი
Post-empiricism
კატეგორია: