Polygyny
მრავალცოლიანობა, ქორწინების ერთ-ერთი ისტორიული ფორმა, რომელიც დამახასიათებელი იყო უმთავრესად პატრიარქატისათვის. პ-ს ახლაც ვხვდებით აღმოსავლეთის მთელ რიგ მუსულმანურ ხალხებში (მაგ. ბრუნეიში და სხვ.). რამდენიმე ცოლის ყოლის უფლებით უმთავრესად სარგებლობენ მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის პირები. ოჯახის პ-ური ფორმის არსებობისას წარმოიშობა შიდა ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც რეგულირდება თავისებური ვერტიკალური რანჟირებით (უფროსი, უმცროსი ცოლი და ა. შ.).
კატეგორია: