პოლიამორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Polyamory

პოლიამორია სიტყვასიტყვით ნიშნავს მრავალ სიყვარულს. პოლიამორია გულისხმობს სქესობრივი და ემოციური კავშირის არამონოგამიურ მოდელს, ოღონდ, განსხვავებით პოლიგამიისაგან, ის ქორწინებასთან არ არის დაკავშირებული. პოლიამორია ღია და ურთიერთშეთანხმებული ურთიერთობაა რამდენიმე ადამიანს შორის. პოლიამორიაში ამოსავალი წერტილია ემოციური კავშირი, ინტიმი და გულახდილობა. პოლიამორიულ ურთიერთობაში მონაწილე ადამიანები თავს სხვა წევრების ერთგულად მიიჩნევენ, ხშირად სექსუალურ კონტექსტშიც. პოლიამორია უპირისპირდება რომანტიკულ სიყვარულის, როგორც ერთადერთ რჩეულთან ურთიერთობის გაბატონებულ კონცეფციას. ის გულისხმობს, რომ ადამიანი მოწოდებით არ არის მონოგამი და შეუძლია რომანტიკული ემოციური კავშირი განავითაროს ერთდროულად ერთზე მეტ ადამიანთან. პოლიამორიული ურთიერთობა, განსხვავებით პოლიგამიისაგან, რომელიც, გარდა ქორწინებაში მრავალცოლიანობის ან მრავალქმრიანობისა, შესაძლოა უბრალოდ არამონოგამიურ კავშირებს გულისხმობდეს, დამყარებულია პარტნიორთა ურთიერთგანდობაზე.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Ed. Ember, C. R. Ember, M (2003). Encyclopedia of Sex and Gender, Men and Women in the World’s Cultures. Kluver Academic Plenum Publishers

კატეგორია: 
ავტორები: