პოლიტიკურ-მმართველობითი მეცნიერებები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Sciences

პოლიტიკის მეცნიერებებს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც პოლიტიკის პროფესიონალურ ან ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას. პოლიტიკის მეცნიერებები კვლევის დისციპლინათშორისი დარგია, რომელიც შემეცნების მეცნიერული მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით ცდილობს გააუმჯობესოს საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი (Public Policymaking Process), ასევე ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტას. პოლიტიკურ-მმართველობითი მეცნიერებები  ამ გაგებით (განსხვავებით “წმინდა მეცნიერებისაგან”), მოიცავს შესაბამისი დისციპლინების “გამოყენებით” ასპექტებს. საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა ფართო სპექტრის გათვალისწინებით, პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში შესაძლებელია ჩართული აღმოჩნდეს მრავალი დისციპლინის წარმომადგენლები. დისციპლინები, რომელთა ინტერესებიც ყველაზე უშუალო კავშირშია პოლიტიკის მეცნიერებებებისათვის დამახასიათებელ მიდგომასთან შემდეგია: პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, სამართალი, მენეჯმენტი, ისტორია, საჯარო ადმინისტრიება, რომელიც ხშირად ითარგმნება, როგორც სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა და ა.შ.

პოლიტიკის მეცნიერებების მიერ გამოიყენება სხვა სამეცნიერო დარგებისგან ნასესხები ხერხები, რომლებიც თავიანთი არსით რამდენიმე დისციპლინის გადაკვეთაზე იმყოფებიან: სისტემური ანალიზი, ოპერაციების კვლევა, კიბერნეტიკა, თამაშის თეორია და სისტემების საერთო თეორია. პოლიტიკის მეცნიერებების წარმომადგენელთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია გადაწყვეტილების მიღების პროცესი სახელმწიფო პოლიტიკაში. ისინი თავიანთ კვლევას აძლევენ ისეთ მიმართულებას, რომ პრობლემის მიზნების ახსნიდან, ალტერნატივების შეფასებიდან, ტენდენციების ამოცნობისა და სიტუაციის ანალიზიდან მკვლევარი გავიდეს ამ პრობლემის გადაწყვეტის პოლიტიკის შემუშავებაზე. პოლიტიკის მეცნიერება არ განიხილავს და არ ბჭობს ფუნდამენტურ ღირებულებებზე. მისი ინტერესის საგანს უფრო მეტად წარმოადგენს ფაქტობრივი ხასიათის პროპოზიციები, რომლებიც ემპირიულ შესწავლას ექვემდებარება. და მაინც, პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენლები თავისებურად მონაწილეობენ მიზნების არჩევაში, მსჯელობენ რა პრობლემის გადაწყვეტის საშულებების სარგებლიანობაზე, იმაზე, თუ როგორია არჩევის ვარიანტთა შესაძლო სპექტრი, ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა სავარაუდო შედეგები.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: