Ф ფენომენი

Phi phenomenon

აშკარა/თავალსაჩინო მოძრაობის უმარტივესი ფორმა; მოძრაობის ილუზია, როცა ერთი ან მეტი უძრავი სინათლე, რომელიც უწყვეტად ქრება და ინთება, ერთ მოძრავ სინათლედ აღიქმება.

მოძრაობის ეს ილუზია მოძრაობის აღქმაში უმაღლესი დონის ორგანიზაციული პროცესების ჩართულობას ადასტურებს. ეს ფენომენი მაშინ შეინიშნება, როცა ვიზუალური ველის სხვადასხვა ადგილზე სინათლის ორ უძრავი ლაქა მონაცვლეობით ინთება და ქრება, დაახლოებით 4-5-ჯერ წამში. იგივე ეფექტია გარე სარეკლამო ნიშნებსა და დისკოგანათებების ეკრანებზე. სინათლის შენაცვლების ამ შედაებით დაბალი ტემპის მიუხედავად, გვეჩვენება, რომ ერთი სინათლე წინ და უკან მოძრაობს ორ პოზიციას შორის. ტრაექტორია, რომელიც ერთ წერტილს მეორესთან აერთებს, მრავალგვარად შეიძლება წარმოვიდგინოთ; თუმცა, ადამიანი, ჩვეულებრივ, უმარტივეს ვარიანტს — ორ წერტილს შორის სწორ ხაზს — ხედავს. უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი ხაზის ეს პრინციპი თავსმოხვეულია, როდესაც დამკვირვებელს მონაცვლეობით უჩვენებენ მოძრავი ადამიანის სხვადასხვა გამოსახულებას. შემდეგ ვიზუალური სისტემა თავად აღადგენს ადამიანის ნორმალური ბიოლოგიური მოძრაობის ტრაექტორიას.

ვიდეო ილუსტრაცია: https://www.youtube.com/watch?v=ax5aR170JMo

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: