პერიფერია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Periphery

ამ ტერმინით ლიტერატურაში გამოხატავენ მესამე სამყაროს ანუ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც უპირისპირდებიან „ბირთვს“ - განვითარებულ ქვეყნებს. ბირთვი-პერიფერიის წინააღმდეგობა სხვაგვარად ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირებადაც აღიქმება. პ-ის ქვეყნებს ახასიათებთ განვითარების დაბალი დონე, უმუშევრობა, მცირე ანაზღაურება, მოძველებული ტექნოლოგია, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ. ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ არსებობს ბირთვის ქვეყნების მიერ პ-ის ქვეყნების ექსპლუატაცია. ხოლო, ნეომარქსისტების აზრით, დაპირისპირება „ბირთვი-პერიფერია“ თანამედროვეობის მთავარი წინააღმდეგობაა და დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების შინაარსს შეადგენს. ცალკე გამოყოფენ. ე.წ. ნახევრადპერიფერიულ ქვეყნებს, რომელთა შორის ბევრია ყოფილი სოციალისტური და საბჭოთა რესპუბლიკა. სავარაუდოა, რომ ზოგი მათგანი გადავა „ბირთვის“ კატეგორიაში, მაგრამ უმრავლესობა, როგორც ჩანს, პ-ში გადაინაცვლებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: