Output
ესაა უშუალოდ პროგრამის ან საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული პროდუქცია ან მომსახურება. პროდუქტით ფასდება, მაგალითად, თანამშრომელთა მიერ დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, მაგრამ მისი საშუალებით ვერ განვსაზღვრავთ პროგრამის უშუალო მიზნის მიღწევის ხარისხს. ხასიათიდან გამომდინარე, პროდუქტი შესაძლოა იყოს ადვილად ან რთულად გაზომვადი, მაგალითად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა რაოდენობის განსაზღვრა უფრო ადვილია, ვიდრე მინისტრისათვის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ საკითხზე გაწეული კონსულტაციის ხარისხის გაზომვა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.
კატეგორია: