ორგანიზაციული იერარქიები და გენდერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Organizational Hierarchies and Gender

სოციოლოგიაში მიღებული აზრის თანახმად, საზოგადოებებში უხსოვარი დროიდან ხდებოდა ძალაუფლების, პრივილეგიისა და პრესტიჟის კულტივირება და შენარჩუნება. მეოცე საუკუნის დამდეგს მაქს ვებერმა პოსტულატად მიიღო, რომ კაპიტალიზმისა და მოდერნულობის განვითარებასთან ერთად, ხდებოდა ამგვარი იერარქიების ბიუროკრატიებში ინსტიტუციონალიზება და მათი რაციონალურ-სამართლებრივი მოსაზრებებით გამართლება. ბიუროკრატიის მბრძანებლობის იერარქიული სისტემის აღწერისას ვებერი ეყრდნობოდა დაკვირვებებს პრუსიულ არმიაზე, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ მამაკაცთა ორგანიზაციას წარმოადგენდა. ამგვარად, ბიუროკრატიის მისი თეორია, რომელზეც ბიუროკრატიის ყველა შემდგომი თეორია და კვლევაა დაფუძნებული, ამგვარ გენდერულ მიკერძოებას შეიცავს. ორგანიზიციის თეორიისა და ქცევის კვლევის მულტიდისციპლინარულ სფეროში ჩატარებული კვლევების უმრავლესობა სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, მენეჯმენტისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროებში განხორციელდა და ფაქტობრივად ვებერის თავდაპირველი თეორიის (რომელიც ბიუროკრატიის იდეალურ და ტიპურ მახასიათებლებს გამოკვეთს და ამტკიცებს, რომ ისინი ყველა მოდერნულ საზოგადოებაში ვრცელდება და პერმანენტული ხასიათისაა) განვრცობას წარმოადგენს (გარდა „გრასრუტის“ ტიპის, კოლექტივისტურ-დემოკრატიული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისა). თუმცა ფემინისტები 60-იანი და 70-იანი წლებიდან მოყოლებული აკრიტიკებენ იერარქიულ დამოკიდებულებებსა და ბიუროკრატიაში მათ გამოხატვას. ბიუროკრატიის წინააღმდეგ ამოსავალ წერტილად ფემინისტებისთვის იქცა იმ ფაქტის ახსნა, თუ როგორ ხდება, რომ იერარქიული კონტროლის სტრუქტურებში ქალები უმეტესწილად მაინც დაქვემდებარებულ პოზიციებში რჩებიან. გარდა ამისა, ფემინისტმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ბიუროკრატიის თეორია თავისთავად მასკულინურ სახე-ხატებსა და ტენდენციებზეა დამყარებული, რამაც მკვლევრებს ორგანიზაციის ალტერნატიული, ნაკლებად იერარქიული მოდელის შემუშავებისკენ უბიძგა.

კატი ფერგიუსონის აზრით, ფემინიზმი და ბიუროკრატია თავისთავად შეუთავსებელია ერთმანეთთან. თუმცა ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ფემინისტურ ღირებულებებსა და ეგალიტარულ და დემოკრატიულ პრაქტიკებს შორის პირდაპირ კორელაციას. ზოგადად, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის შესახებ, თუ რა გარემოებები ქმნის უფრო ეგალიტარული და ნაკლებად იერარქიული ორგანიზაციების ფორმებისა და განვითარების პირობებს.

სოციალურ მეცნიერებაში სერიოზული მიმართულებაა იმის კვლევა, თუ როგორ შეიძლება იერარქიულ ორგანიზაციებსა და ინსტიტუცებში, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებაშია გამეფებული, უფრო ეგალიტარული გენდერული ურთიერთობების დამკვიდრება. ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს უფრო ეგალიტარული ჯგუფური მუშაობის შემოტანაზე და ბიუროკრატიულ სივრცეში ჰორიზონტალური სტრუქტურების დამკვიდრებაზე, სხვები - უფრო თანასწორი შესაძლებლობების შექმნაზე კონვენციურ სამუშაო ადგილებში. 21-ე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ათასამდე ქალთა საწარმო, რომლებშიც ეს ორივე მოდელი უარყოფილია და სანაცვლოდ ცდილობენ, გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესები ყოველგვარი იერარქიული სტრუქტურების გარეშე განხორციელდეს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Duglas F. (2007) (Ed.) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

კატეგორია: 
ავტორები: