1 ორგანიზაციული სტრუქტურისა და სოციალურ ურთიერთობათა დინამიკის სოციალური და დისციპლინათშორისი ანალიზი. იგი მოიცავს მართვის ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს, ამოცანათა განაწილებას, გადაწყვეტილების მიღებას, მენეჯმენტს ორგანიზაციებში, სიახლეებს, ტექნოლოგიებს, ორგანიზაციულ ცვლილებებსა და სხვა ამოცანებს. ო.თ.–ის მიზანია სოციალური სისტემების უფრო ეფექტური ფუნქციონირების, მართვისა და მენეჯმენტის პირობების შესწავლა. ამ საქმეში მთავარი წვლილი შეაქვთ ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტეკონომია, მენჯმენტის მეცნიერება და ადმინისტრაციული თეორია. ფსიქოლოგიის წვლილი გამოიხატება ინდივიდუალური ქცევის შესწავლაში მოტივაციასა და წახალისებასთან, ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებასთან ერთდ. მეცნიერებისა და ადმინისტრაციული თეორიის სფეროში შესრულებული ნაშრომები ძირითადად ეხება ურთიერთობებს ორგანიზაციასა და ქცევებს შორის. ო.თ. მოიცავს მენეჯმენტისა და ბიზნესის კურსების უმრავლესობაში მოცემულ სასწავლო გეგმებს. 2. ალტერნატიული ტერმინი ორგანიზაციის სოციოლოგიისა, რომელიც ძალზე ახლოსაა ო.თ.–ის გამოყენებით სფეროსთან. ეს ქვედისციპლინა შეიძლება ნაწილობრივ იდენტიფიცირებულ იქნეს აკადემიური სოციოლოგიის მთავარ მიმართულებასთან, კერძოდ, ვებერის ბიუროკრატიის იდეალურ ტიპთან. ვებერის ბიუროკრატიის იდეალური ტიპი გახდა საყრდენი წერტილი ორგანიზაცის სოციოლოგიის შემდგომი განვითარების საქმეში. გოულდნერმა თავის გამოკვლევებში აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ბიუროკრატიული წესების უარყოფა და დაამტკიცა, რომ ბიუროკრატიას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმა, ბერქსმა და სტოლკერმა მიუთითეს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურების შეფასება უნდა ხდებოდეს მათი სტაბილურობის ხარისხის ან საზოგადოებაში მათი ნდობის შესაბამისად. მექანიკური სტრუქტურები ბიუროკრატიული, იერარქიული და ხისტია, ხოლო ორგანული – მოქნილი, დეცენტრალიზებული და უფრო ღიაა სიახლეებისა და გარემოს ცვლილებებისადმი. ორგანიზაციების ტიპოლოგიზაციის ცდები წარმოებდა იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, თუ „ვისთვისაა იგი მომგებიანი“ (ბლაუ, 1955), აგრეთვე, დაქვემდებარების ტიპების მიხედვით (ეტციონი, 1961). ო.თ–ის განვითარებაზე მძლავრი გავლენა მოახდინა ფონქციონალიზმმა თავისი „ორგანიზაციის, როგორც სისტემის“ კონცეფციით, ორგანიზაციული „სიცოცხლისუნარიანობითა“ და ადაპტაციით გარემოსადმი. ორგანიზაციები აღიარებულ იქნა „ღია სისტემებად“, რომლებიც ახორციელებენ გაცვლას მათსა და გარემოს შორის. ო. თ.–ის შემდგომი განვითარება უკავშირდება შემთხვევითობის თეორიის (პუგო და სხვ. 1968; ლორენც და ლორში, 1967; ვუდვორდი, 1970) შემუშავებას. მეცნიერული მენეჯმენტის საპირისპიროდ, უპირატესობა ეძლევა იმ ურთიერთობათა მრავალგვარობის შესწავლას, რომელიც არსებობს „კონტექსტურ ცვლილებას“ (მაგ., ტექნოლოგიებს, ცვლადებს, გარემომცველ პირობებს), ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მოქმედების ტიპებს შორის. შემთხვევითობის თეორია მკვეთრი კრიტიკის ქვეშ მოექცა მისი დეტერმინისტული ვარაუდების, ემპირიზმისა და დადგენილი კორელაციების სისუსტის გამო. ძალაუფლებითი ურთიერთობების უგულვებელყოფა ჩნაცვლებულ იქნა ჩაილდის (1985) მიერ სტრატეგიული შემთხვევითობის თეორიით. ინტერაქციონისტულ პროექტებში ხაზი ესმებოდა „ხელშეკრულებითი წესრიგის“ ორგანიზაციული მექანიზმების სოციალურად სტრუქტურირებულ ხასიათსა და ორგანიზაციული წესების არასაიმედოობას (სილვერმანი, 1970). სიმბოლური ინტერაქციონიზმის საფუძველზე დაწერილმა ნაშრომებმა გამოავლინეს ორგანიზაციული კულტურების გაფართოებადი სფერო, რაც ეთნოგრაფიული მეთოდების გამოყენებას გულისხმობდა.
ორგანიზაციის თეორია
Organization Theory
კატეგორია: