ზეპირი ისტორიები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Oral History

ზეპირი ისტორია არის კვლევის მეთოდი, რომელიც ემყარება ადამიანების, ოჯახების ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ინტერვიუების საფუძველზე, რომლებიც აუდიო და ვიდეოტექნიკის დახმარებით ტარდება. ზეპირი ისტორიების მეთოდი მიზნად ისახავს ინფორმაციის სხვადასხვა პერსპექტივიდან მიღებას, განსაკუთრებით კი ისეთი ინფორმაციისა, რომლის წერილობითი წყაროებიც არ არსებობს. ზეპირი ისტორიების მეთოდის გამოყენებისას ინტერვიუერები ღია კითხვებს ანიჭებენ უპირატესობას.

ზეპირი ისტორიები კვლევის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეთოდია ფემინისტი მკვლევრებისათვის. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ამ მეთოდით გახდა შესაძლებელი  ქალების გამოცდილების შესახებ სიჩუმის დარღვევა აკადემიურ სფეროში. ქალთათვის ლაპარაკის უფლების მიცემამ ეჭვქვეშ დააყენა ის ტრადიციული იერარქია ქალსა და მამაკაცს შორის, რომელშიც ქალი მხოლოდ  შესწავლის საგანი და არა თავად ცოდნის წყარო იყო. ფემინისტი მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სწორედ ზეპირი ისტორიების ჩაწერა იყო ის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც  ქალთა სპეციფიკურ, მამაკაცთაგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას წარმოაჩენდა.

ფემინისტი მკვლევრები, რომლებიც ზეპირი ისტორიების მეთოდს იყენებენ, ცდილობენ ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლური ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. ისინი რესპონდენტს მიმართავენ, როგორც მონაწილეს, ნარატორს და არა - როგორც კვლევის ობიექტს. ინტერვიუერი რესპონდენტთან ყველა ცვლილებას ათანხმებს და ხშირად რესპონდენტის მონათხრობს ყოველგვარი ჩასწორების გარეშე, პირვანდელი სახით აქვეყნებს.

ფემინისტური ზეპირი ისტორიების მიზანია ქალთა ცხოვრების შესახებ კრიტიკული ცოდნის შექმნა.

იხილეთ, აგრეთვე: ფემინისტური მეთოდოლოგია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, pp.310-311.

Geiger, S. (1990) What's So Feminist About Women's Oral History? ,Journal of Women's History 2, 1,pp.169-70.

Gluck, S.B., Patai, D. (1991) Women's Words: The Feminist Practice of Oral History, New York: Routledge.

Oakley, A. (1981) Interviewing Women: A Contradiction in Terms, in H.Roberts, (ed.) Doing Feminist Research, London: Routledge, Kegan and Paul.

კატეგორია: 
ავტორები: