კონცეფცია, თეორია, რომელმაც სახელწოდება მიიღო ჰ. მარკუზეს ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით (1964). კონცეფციის ჩმოყალიბებაში არსებითი როლი ითამაშა ფროიდის, რაიხის, ჰორნის, ჰორკჰაიმერის, ადორნოს, ფრომის და სხვათა იდეებმა. მარკუზეს კონცეფციის მიხედვით, სოციალურ -კულტურულ ერთგანზომილებიანობა, აზროვნების ერთგანზომილებიანობა ინდუსტრიული საზოგადოების გარდაუვალი შედეგია, ეფუძნება სციენტიზმისა და ტექნიციზმის იმპერატივებს, მომხმარებლურობის პრინციპს, რომელიც ამახინჯებს ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებს. მომხმარებლობა, მატერიალური სიკეთეების გამოდევნება ართმევს ადამიანს სოციალურ-კრიტიკულ განზომილებას, ე.ი. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს დამახინჯებული ხედვა, გაუცხოება, სუბლიმირებული მონობა, რასაც იგი იღებს როგორც ბუნებრივს, სასურველს, ერთადერთ შესაძლებლობას, ზოგჯერ კი - როგორც არსებობის ყველა შესაძლებლობიდან უმაღლესს. ე.ა. მოკლებულია ოპოზიციას არსებული რეჟიმისადმი, მთლიანად ინტეგრირებული „სისტემაში“. ერთგანზომილებიანობის გარღვევა, მარკუზეს თანახმად, შესაძლებელია ახალი მისწრაფებების, მოთხოვნილებების ფორმირების მეშვეობით. რევოლუციური პოტენციალის მატარებლად იგი თვლის სოციალურ აუტსაიდერებსა და მარგინალებს. ასეთი სოციალური ორიენტაციის გამო მარკუზეს იდეები ფარული სახით შეიცავს ექსტრემისტული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას. (ამიტომ იქცა იგი გასული საუკუნის 60-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობის იდეოლოგად).
ერთგანზომილებიანი ადამიანი
One Dimensional Man
კატეგორია: