ფართოდ გამოყენებადი სტატისტიკური ცნება. სიტყვა შანსი მოვიდა აზარტული თამაშებიდან და აღნიშნავს მოგებათა რაოდენობის შეფარდებას წაგებაბათა რაოდენობასთან. ეს ცნება გვეხმარება იმის დადგენაში, რამდენადაა რომელიმე А ნიშნის (ფაქტორის) არსებობა - არ არსებობა დაკავშირებულია მეორე В ნიშნის (ფაქტორის) არსებობა-არარსებობასთან. ხშირად OR-ის გამოთვლა დაკავშირებულია რისკის ცნებასთან. რისკი არახელსაყრელი შედეგის (წაგება, დაავადება და ა.შ) მოხდენის ალბათობაა.
მაგალითი: 100 მწეველი პაციენტისგან (ფაქტორი А) 90 ფილტვის კიბოთი დაავადებული (ფაქტორი В) აღმოჩნდა. 100 არამწეველი პაციენტიდან კი 20-ია დაავადებული. მწეველის შანსი აღმოჩნდეს კიბოთი დაავადებულთა ჯგუფში არის 90:10 ანუ 9:1 -თან, არამწეველის შანსი აღმოჩნდეს კიბოთი დაავადებულთა ჯგუფში არის მხოლოდ 20:80 ანუ 1:4-თან. შანსების შეფარდება OR = 9/0.25 = 36 გვიჩვენებს, რომ მწეველი გაცილებით უფრო არის მიდრეკილი დაავადებისკენ, ვიდრე არამწეველი. ითვლება, რომ რისკის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, თუ OR>1-ზე. OR არის ჭეშმარიტი შანსების შეფარდების შეფასება. ამ შეფასების სიზუსტე დამოკიდებულია შერჩევის მოცულობაზე და ამიტომ OR-ის გამოთვლასთან ერთად, გამოითვლება შეფასების სტანდარტული შეცდომა და ნდობის ინტერვალი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა