ნორმატიული მოქმედება

Normative Action

ნორმის შესაბამისი ან ნორმაზე დაფუძნებული ქცევა. რაიმე ქცევის მოდელი კონკრეტულ საზოგადოებაში ნორმად გადაიქცევა მისი ხშირად გამეორების საფუძველზე. ყოველგვარი ნორმა, არსებითად, ქცევის სოციალურად მნიშვნელადი აქტების ერთიანობაა. წარმოდგენა ნორმატიულ ქცევაზე სოციალურ ურთიერთქმედებებში გამომუშავებულ სტანდარტებზე დაყრდნობით ყალიბდება, აღიქმება და კვლავ აღდგება. მისი შინაარსი გამომდინარეობს ინდივიდთა და სოციალურ ჯგუფთა რეალური ქცევიდან.

კატეგორია: 
ავტორები: