მიიღება საგნების (ობიექტების, პირების) იმგვარი კლასიფიკაციისას, როდესაც ერთ კატეგორიაში მოთავსებული საგნები იდენტურია ან თითქმის იდენტურია გარკვეული თვისების ან ნიშნის მიხედვით. ამ კატეგორიების იდენტიფიკაციისათვის ხშირად რიცხვებს იყენებენ, მაგრამ ეს რიცხვები მხოლოდ კოდებს წარმოადგენენ. ამგვარ მონაცემებს ნომინალურ ანუ სახელდებით მონაცემებს უწოდებენ. მაგალითად, სქესი, ფერი, ავტომობილის სახელმწიფო ნომრები, ეთნიკური წარმომავლობა, პროფესია და ა.შ. სქესის შემთხვევაში, შესაძლებელია ქალები გავაერთიანოთ კატეგორიაში „1“, ხოლო კაცები კატეგორიაში „2“, ცხადია აქ „1“ და „2“ მხოლოდ კოდებია და სხვა რიცხვითი ბუნება მათ არ გააჩნიათ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა