ნეიტრალიტეტი

Neutrality

ნეიტრალიზმისაგან (მიუმხრობლობისაგან) განსხვავებით სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსია, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ვალდებულებებსა და უფლებებს. ნ. გულისხმობს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩარევასა და სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში შესვლას. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ომის პირობებში, ასევე მშვიდობიან დროს. ნ. შეიძლება იყოს მუდივი და ევენტუალური ანუ გარემოებითი. უკანასკნელი დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოებს შორის წარმოებულ საომარ მოქმედებებთან. სხელმწიფო, რომელსც არ სურს ომში მონაწილეობა, ოფიციალურდ ატყობინებს მეომარ მხარეს და სხვა ქვეყნებს თავის ამ სტატუსს. მუდმივი ნ. შეიძლება იყოს გარანტირებული სხვა სახელმწიფოების მიერ (მაგ., შვეიცარია) აღიარებული, მაგრამ გარანტიის გარეშე (ავსტრია), ტრადიციული, როცა ქვეყანა ტრადიციულად ატარებს ნ-ის პოლიტიკას, მაგრამ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად არა აქვს (შვედეთი, ფინეთი). იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად პირობებს:ა) არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სახელმწიოფოების გეოპოლიტიკური ინტერესების მნიშვნელოვან ობიექტს და გეოგრაფიულად „მარგინალურ ზონაში“ უნდა მდებარეობდეს;ბ) უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა;გ) მისთვის უცხო უნდა იყოს ყოველგვარი ექსპანსიონიზმი;დ) უნდა ახასიათებდეს შიდა შეკავშირებულობის მაღალი დონე. თუ ქვეყანაში არსებობს შიდა გათიშულობა, სხვა ქვეყნები ადრე თუ გვიან ჩაერევიან მის საქმეებში;ე) უარი უნდა თქვას ყოველგვარ იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე. საკუთარი ნ-ის სხვა ქვეყნის მიერ დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას იგი საომარი გზით, რაც შეიარაღებული ნ-ის მგალითია. ცივი ომის დამთვრების შემდეგ, როცა ინტეგრაციულმა პოცესებმა და ურთიერთდამოკიდებულებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად შინაარსად იქცა, ნ -ის იდეას მრავალი მკვლევარის აზრით, საფუძველი გამოეცალა და მომავალში ანაქრონიზმად იქცევა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: