ორთოდოქსული ფროიდისტული პოზიციიდან გადახრილი კონცეფციები ან თეორიები, რომლებმაც ფროიდიზმი მნიშვნელოვნად შეცვალეს. ამ მიმართულების მომხრეები განსაკუთრებით გამოყოფენ სოციალური, კულტურული და ურთიერთობრივი ფაქტორების მნიშვნელობას, თუმცა კი ძირითადად დინამიკურ თვალსაზრისს ემხრობიან. ნეოფროიდისტებს მიაკუთვნებენ ე. ფრომს, ე. ერიქსონს, კ. ჰორნის, ჰ. სალივანს. ამასთან, ყველა მათგანის თეორია ინდივიდუალობით გამოირჩევა. მათი თვალსაზრისით, ფროიდის ზოგიერთი დებულება მოძველდა (მაგალითად, აქცენტი ინსტინქტების წამყვან როლზე), ხოლო ოიდიპოსის კომპლექსის ან ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის დადასტურება ძალზე რთულდება იმ შემთხვევათა გარდა, რომლებიც კულტურული ფაქტორებითააა განპირობებული; ნევროზს ნეოფროიდისტები პრობლემურ ურთიერთობათა შედეგად მიიჩნევენ, ხოლო ჯანმრთელ პიროვნებას - ასევე სოციალური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. იმათ, ვინც მთლიანად გაწყვიტეს კონტაქტი ფროიდთან და თავიანთი სკოლები შექმნეს (კ.გ. იუნგი, ა. ადლერი), ნეოფროიდისტებს არ მიაკუთვნებენ.
ნეოფროიდიზმი
Neo-freudianism
კატეგორია: