მონოსექსუალობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Monosexuality

ტერმინი „მონოსექსუალობა“ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელმა მეცნიერებმა „ბისექსუალობის“ პარალელურად შემოიტანეს. თავდაპირველად ორივე ტერმინს ბიოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. ბისექსუალს უწოდებდნენ პიროვნებას, რომელსაც ორივე სქესისათვის დამახასიათებელი გენიტალიები ჰქონდა, ხოლო მონოსექსუალს – ამის საპირისპიროდ, ადამიანს მხოლოდ ერთ-ერთი სქესის გენიტალიებით. მოგვიანებით, ამ ტერმინების მნიშვნელობა ნელ-ნელა დაშორდა ადამიანის ანატომიურ აგებულებას და სექსუალურ ცხოვრებას დაუკავშირდა.

დღეს მონოსექსუალობა ისეთი სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელიც არჩევანს მხოლოდ ერთი სქესის პარტნიორზე აკეთბს, ანუ ბისექსუალური არ არის. მონოსექსუალი შეიძლება იყოს როგორც ჰომოსექსუალი, ისე ჰეტეროსექსუალი პიროვნება. ზოგიერთი კრიტიკოსისათვის ეს ტერმინი მიუღებელია, რადგან ის მხოლოდ ორი სქესის არებობას უშვებს და მათ შორის მყარ ზღვარს აწესებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge.

Nagle, J. (1993) Framing Radical Bisexuality: Toward a Gender Agenda,Bisexual Politics: Theories, Queries and Visions, New York: Harrington.

Tucker, N. (1995) Bisexual Politics: Theories, Queries and Visions, New York: Harrington Park Press.

კატეგორია: 
ავტორები: