1. საქმიანობა მოდელის ან რაიმეს ასლის შესაქმნელად, ჩვეულებრივ, მიმართავენ ანალოგიას. შეიძლება მიმართული იყოს მექანიკურ მოვლენაზე, მათემატიკური საშუალებებით რაიმე მოვლენის ან ისეთი ინტელექტუალური პროცესების ანალოგიის შექმნაზე, რომელმაც შეიძლება პროცესების ამსახველი მინითეორიის ფუნქცია შეასრულოს, კომპიუტერული გზით მოვლენათა რთული ურთიერთკავშირის დამუშავებასა და სოციალური ურთიერთქმედების სქემების გამოყვანაზე და სხვ. ხშირად ახდენენ სოციალური ფენომენებისა და პროცესების მ-ს. ასეთ შემთხვევაში მ-ის შედეგის ღირებულება და სარგებლიანობა განისაზღვრება წინასწარმეტყველების (პროგნოზირების) უნარით.2. იმ იდეალის, სტანდარტის, ნიმუშის მ., რომელიც საზოგადოებაში მიბაძვის ღირსად მიიჩნევა მ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური დასწავლის თეორიაში; რამდენადაც მიჩნეულია, რომ სოციალიზაცია, ძირითადად, სწორედ ქცევის როლური მოდელის იმიტაციით ხდება. მ-ის ტექნიკას მიმართავენ ქცევით თერაპიაშიც.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი