მეტაანალიზი [სტატისტიკა]

Meta–analysis

რამოდენიმე კვლევის შედეგების გაერთიანება სამეცნიერო ჰიპოთეზის შესამოწმებლად.

ეს ტერმინი შემოთავაზებული იყოა მერიკელი სტატისტიკოსის ჯონ გლასის მიერ. პირველი მეტაანალიზი, ფაქტიურად, შესრულებული იყო 1904 წელს კარლ პირსონის მიერ. მან გააანალიზა რამოდენიმე კვლევის შედეგი უფრო ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად. 1940 წელს მეტაანალიზი გააკეთეს ფილოსოფოსებმა ჯოზეფ პრაიტმა და ჯ. რაინმა 145 გამოქვეყნებულ  სტატიაზე  დაყრდნობით. 1970 წელს უფრო რთული ანალიტიკური მეთოდი შემოღებული იყო დ.ვ.გლასის, ფ.ლ. შმიტის და ჯ.ე. ხანტერის სტატიებში.

 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: