გონებრივი ასაკი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mental Age

ასაკი ბინეს ინტელექტის ეტალონის მიხედვით, როცა ბავშვის ინტელექტუალური აქტივობა გამოხატულია საშუალო ასაკით, რომელშიც ნორმალური ბავშვები განსაზღვრულ ქულას აღწევენ.

1905 წელს გამოქვეყნდა ინტელექტის საკვლევი პირველი ქმედითი ტესტი. ალფრედ ბინე გამოეხმაურა საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრის მოწოდებას, შეექმნათ უფრო ეფექტური სასწავლო მეთოდები განვითარებაში შეფერხებების მქონე ბავშვებისათვის. ბინე და მისი კოლეგა თეოფილ სიმონი ფიქრობდნენ, რომ სასწავლო პროგრამის შესადგენად აუცილებელი იყო ბავშვების ინტელექტუალური უნარის გაზომვა. მან სცადა ინტელექტის ობიექტური ტესტის შემუშავება, რომელსაც გამოიყენებდნენ განვითარებაში შეფერხებების მქონე ბავშვების კლასიფიცირებისათვის და ნორმალური მოსწავლეებისგან მათ გამოსარჩევად. იგი იმედოვნებდა, რომ ამგვარი ტესტის არსებობა საშუალებას მისცემდა სკოლას, ნაკლებად დაყრდნობოდა მასწავლებელთა მიერ მოსწავლეთა საკმაოდ სუბიექტურ და ხშირად ტენდენციურ შეფასებებს.

ინტელექტუალური აქტივობის რაოდენობრივი მაჩვენებლის გამოსათვლელად ანუ გასაზომად ბინემ შეადგინა ასაკზე ორიენტირებული ამოცანები ანუ ტესტური დავალებები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დიდი რაოდენობით ბავშვების პასუხების ურთიერთშედარება. ტესტში შესატანი დავალებების შერჩევა ისე ხდებოდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო თითოეულ მათგანზე გაცემული პასუხის ობიექტურად სწორად ან არასწორად მიჩნევა; დავალებები შინაარსობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვანი და ბავშვების საარსებო პირობების თავისებურებების გავლენისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა ყოფილიყო და დავალების შესრულებისას უნდა შეფასებულიყო არა მასალის მექანიკური დახსომების, არამედ მსჯელობისა და დასკვნების გაკეთების უნარი. 

ტესტირება სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ჩაუტარდათ და დადგინდა თითოეული ასაკის ნორმალურად განვითარებული ბავშვებისთვის ტიპური საშუალო ქულა. შემდეგ თითოეული კონკრეტული ბავშვის შესრულება შეადარეს ამ ასაკის სხვა ბავშვების საშუალო მაჩვენებელს. ტესტის შედეგები გამოისახა საშუალო ასაკის ტერმინებით, სადაც ნორმალურად განვითარებული ბავშვები კონკრეტულ ქულას იღებდნენ. სწორედ ამ საზომს ეწოდა გონებრივი ასაკი. მაგალითად, როცა ბავშვის მიერ მიღებულ იქულა უტოლდება ხუთი წლის ბავშვთა ჯგუფის საშუალო ქულას, ამ ბავშვის გონებრივი ასაკი იქნება 5 წელი, განურჩევლად იმისა, თუ როგორია მისი ქრონოლოგიური ასაკი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: