მნიშვნელობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Meaning

მოქმედების შესახებ თეორიების და საერთოდ, გაგებითი სოციოლოგიის ძირითადი ასპექტი, რომელიც გულისხმობს მიდგომა-დამოკიდებულებებს (ატიტუდებს), განზრახვას, მიზნებს ან მოტივებს, რომლებსაც ინდივიდები უკივშირებენ თავიანთ მოქმედებებს. მ-ის ანალოგიური ცნებაა „საზრისი“. ვებერი განასხვავებს საზრისის ორ მნიშვნელობას: 1. საზრისი, რომელიც რეალურად სუბიექტურად ნავარაუდევია მოქმედი პირის მიერ მოცემულ სიტუაციაში; 2. საზრისის თეორიულად კონსტრუირებული „წმინდა“ ტიპი, რომელიც სუბიექტურად ნავარაუდევია ჰიპოტეზური მოქმედი პირის მიერ მოცემულ სიტუაციაში. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს მოქმედების ობიექტურად „სწორ“ ან „ჭეშმარიტ“ მნიშვნელობას, არამედ ისეთი იდეალური კონსტრუქციაა, რომელიც აგებულია ემპირიული სინამდვილის მახასიათებლებისაგან და გამოიყენება შემეცნებითი მიზნებისათვის, რათა განისაზღვროს რეალური მოვლენის დევიაციის ხარისხი. (იხ. იდეალური ტიპი) მოქმედება შეიძლება ატარებდეს როგორც რაციონალურ, ისე ემოციურ (არარაციონალურ) საზრისს. მაშასადამე, საზღვარი გასაზრისიანებელ და უსაზღვრო მოქმედებებს შორის არ გადის რაციონალურსა და არარაციონალურს შორის. უსაზღვრო მოქმედება არა უბრალოდ არარაციონალური, არამედ, პირველ რიგში, ირაციონალურია. ნებისმიერი ირაციონალური მოქმედება არარაციონალურია, მაგრამ არა პირიქით – არარაციონალური მოქმედება შეიძლება საზრისის მქონე იყოს. ასეთია სწორედ ტრადიციული და აფექტური მოქმედებები. თუმცა, არარაციონალური საზრისის მქონე მოქმედება „რისკის“ შემცველია – მან შეიძლება დაკარგოს საზრისი და იქცეს ირაციონალურად (ე.ი. უსაზრისოთ). ასე ემართება ტრადიციულ და აფექტურ მოქმედებებს მაშინ, როდესაც ისინი იქცევა „ავტომატურ რეაქციებად“ გარე გამღიზიანებელზე. შესაბამისად, ასეთი ქცევები წყვეტს არსებობას როგორც სოციალური ხდომილებები და გადადის ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური მოვლენების სფეროში.(იხ. რაციონალობა, სოციალური მოქმედების ტიპები)

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

კატეგორია: 
ავტორები: