საშუალო კვადრატული გადახრა, შესწორებული საშუალო კვადრატული გადახრა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mean Square Deviation, Variance, Adjusted Variance

ცვალებადობის საზომი, რომელიც მიიღება განაწილებაში შემავალი თითოეული ქულისა და ამ განაწილების საშუალოს შორის სხვაობის კვადრატში აყვანით, მიღებული სიდიდეების დაჯამებითა და მიღებული ჯამის გაყოფით განაწილებაში შემავალი ქულების რაოდენობაზე, S2=i=1n(Xi-X¯)2n. ის შეიძლება გამოთვლილი იქნეს როგორც  შერჩევისთვის, ასევე პოპულაციისათვის. კვადრატულ ფესვს საშუალო კვადრატული გადახრიდან ეწოდება სტანდარტული გადახრა. 

შესწორებული საშუალო კვადრატული გადახრა, ასევე ცვალებადობის საზომია, რომელიც მიიღება განაწილებაში შემავალი თითოეული ქულისა და ამ განაწილების საშუალოს შორის სხვაობის კვადრატში აყვანით, მიღებული სიდიდეების დაჯამებითა და მიღებული ჯამის გაყოფით განაწილებაში შემავალი ქულების რაოდენობის ერთით ნაკლებ რიცხვზე, s2=i=1n(Xi-X¯)2n-1

შევნიშნოთ, რომ შესწორებული საშუალო კვადრატული გადახრა წარმოადგენს პოპულაციის დისპერსიის  ჩაუნაცვლებელ და ძალმოსილ შეფასებას, ხოლო საშუალო კვადრატული გადახრა მხოლოდ ძალმოსილი შეფასებაა პოპულაციის დისპერსიისათვის.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: