Mean Absolute Deviation
შერჩევის ქულათა ცვალებადობის ერთ-ერთი საზომია და გამოითვლება როგორც შერჩევის მონაცემების არითმეტიკული საშუალოდან გადახრების მოდულების ჯამი გაყოფილი მონაცემთა რაოდენობაზე. გამოსათვლელი ფორმულაა MAD=n∑i=1|Xi-X|n, სადაც n შერჩევის მოცულობაა, Xi მონაცემებია, ხოლო ˉX შერჩევის საშუალოა. ცვალებადობის ეს მაჩვენებელი სტატისტიკური დასკვნების თეორიაში საკმაოდ იშვიათად გამოიყენება; ამის მიზეზი ისაა, რომ მოდულს, როგორც ფუნქციას, ცუდი ანალიზური თვისებები აქვს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კატეგორია: