მერი დეილი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mary Daly

მერი დეილი (დაბ. 1928) ფემინისტი თეორეტიკოსია, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაშრომები ეკუთვნის ფემინისტურ თეოლოგიაში და, ზოგადად, ფემინისტურ თეორიაში. 1960 წელს დეილიმ კათოლიკურ ეკლესიას ზურგი აქცია და რადიკალი ფემინისტი გახდა. იგი ცნობილია კათოლიკური ეკლესიის შესახებ დაწერილი კრიტიკული თეორიული ნაშრომით „ეკლესია და მეორე სქესი“ (The Church and the Second Sex, 1968), რომელშიც ის ეკლესიას მოუწოდებს, უარი თქვას არქაულ მემკვიდრეობაზე; აქვე დეილი ქალებსა და კაცებს სქესის ნიშნით დიფერენციაციის აღსაკვეთად ბრძოლისაკენ მოუწოდებს. კიდევ ერთ რადიკალურ ნაშრომში „მამაღმერთის მიღმა“ (Beyond God the Father, 1973) დეილი ფალოცენტრული ენისა და რელიგიის სრულ განადგურებას, „კასტრაციას“ მოითხოვდა.

დროთა განმავლობაში დეილის მიდგომამ ცვლილება განიცადა: კაცობრიობის ერთბუნებოვნების (single-nature) თვალსაზრისიდან, რომლის მიხედვით განსხვავებები ქალებსა და კაცებს შორის ონტოლოგიურად უმნიშვნელოა, ის ორბუნებოვნების თვალსაზრისზე გადავიდა. ეს ტენდენცია მის შედარებით გვიანდელ ნაშრომებში გამოიკვეთა, მაგალითად, წიგნში „გინ-ეკოლოგია: რადიკალური ფემინიზმის მეტაეთიკა“ (Gyn/Ecology: The Metaethics of Radical Feminism, 1978) იგი კაცებს ნეკროფილებად, დესტრუქციულებად, ქალთმოძულეებად აცხადებს, რომელთაც ქალები სძულთ იმის გამო, რომ თავად, ქალებისგან განსხვავებით, სიცოცხლის სიყვარულის ბიოფილიური ენერგია არ გააჩნიათ. დეილი ფალოცენტრულ კულტურას უპირისპირდებოდა და ლესბოსურ სეპარატიზმს ქალების ერთადერთ გონივრულ გამოსავლად მიიჩნევდა. მისი აზრით, რადიკალური ფემინიზმის ლოგიკის მიხედვით, ქალებმა საკუთარი ჭეშმარიტი „მეს“ შეცნობის გზა უნდა განვლონ.

დეილის ნაშრომებში ფუნდამენტური დუალიზმი პრობლემატიზების გარეშეა მიღებული და ის არ გვთავაზობს კაცების ტრანსფორმაციისთვის რამე გამოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ დეილის ესენციალისტურ მიდგომებს ბევრი ფემინისტი მკაცრად აკრიტიკებს, მაგალითად, რასის საკითხების იგნორირების გამო, მერი დეილის ნაშრომები საინტერესოა მათი რადიკალურობისა და სითამამის, ქალების შეზღუდვისა და დაქვემდებარების ტექნიკების პროვოკაციული აღწერების გამო. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Encyclopedia of Feminist Theories, Edited by Lorraine Code. London and New York.

Daly, Mary (1968). The Church and the Second Sex, New York: Harper and Row.

Daly, Mary (1973). Beyond God the Father: Toward a Philosophy of Women's Liberation, Boston: Beacon Press.

Daly, Mary (1978). Gyn/Ecology: The Metaethics of Radical Feminism, Boston: Beacon Press.

კატეგორია: 
ავტორები: