Mandated Territories
გერმანიის ყოფილი კოლონიებისა და ოსმალეთის სამფლობელოების ზოგადი სახელწოდება, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და ოსმალეთის დამარცხების შემდეგ ერთა ლიგის მიერ სპეციალური დავალების ანუ მანდატის საფუძველზე გადაეცა გამარჯვებულ ქვეყნებს. მანდატის მფლობელი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებდნენ მოემზადებინათ ს. ტ–ები პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის. თუმცა ეს, ფაქტობრივად, კოლონიალიზმის შენიღბული ფორმა იყო.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: