როტერის მიერ შემოტანილი ცნება, რომელიც აღწერს ადამიანის გენერალიზებულ მოლოდინს ან რწმენას იმის თაობაზე, თუ რას მიიჩნევს იგი საკუთარი წარმატება–წარუმატებლობის წყაროდ – ენდოგენურ თუ ეგზოგენურ ფაქტორებს. მისი შეფასება ხდება მახასიათებლით „ძლიერი ინტერნალობა – ძლიერი ექსტერნალობა“. ინტერნალები ის ადამიანებია, რომლებიც მართვის წყაროს თავის თავში ათავსებენ, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საკუთარი ბედის კონტროლი შეუძლიათ, ამიტომ, თავიანთი ქცევებისა და შეხედულებების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ; ექსტერნალები არიან ისინი, რომლებიც საკუთარ თავს გარედან მართულად განიცდიან, შესაბამისად, საკუთარ წარმატება–წარუმატებლობას გარეშე ძალებს მიაწერენ. აქ არ იზომება რეალური მართვის წყარო – არსებითია არა ის, ნამდვილად მოდის თუ არა რეალური კონტროლი ენდოგენური ან ეგზოგენური წყაროებიდან, არამედ ან წყაროთა ინდივიდისეული აღქმა.
კონტროლის ლოკუსი
Locus of Control
კატეგორია: