სასიცოცხლო სივრცე

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Lebensraum (living space)

გერმანული გეოპოლიტიკის ერთ–ერთი ძირითადი ცნება, რომლის მიხედვითაც, ერს და, შესაბამისად, მის სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება გარკვეული სასიცოცხლო სივრცე, რომელიც მან თვითონვე უნდა შექმნას. გეოპოლიტიკის ფუძემდებელმა ფრიდრიხ რატცელმა სახელმწიფო შეადარა ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც ესაჭიროება კვება, ზრდა და განვითარება. ეს ნიშნავს ს. ს–ის ზრდას, რაც თავისთავად გულისხმობს მეზობელი სუსტი ქვეყნების შთანთქმას, მათ ხარჯზე გაფართოებასა და დაპყრობითი ომების გამართლებას. ს. ს.–ის იდეა შემდგომ განვითარებული იქნა რუდოლფ ჩელენის (კელენის) და განსაკუთრებით ნაციზმის პერიოდის გეოპოლიტიკოსების (კარლ ჰაუსჰოფერი და სხვ.) მიერ. ფაშიზმის განადგურების შემდეგ გერმანული გეოპოლიტიკა წარსულს ჩაბარდა და ს. ს–ის იდეასაც, როგორც რეაქციულსა და ცრუმეცნიერულს, სერიოზულად აღარავინ უყურებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: