ეფექტის კანონი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Law of Effect

დასწავლის ძირითადი კანონი, რომლის არსი ისაა, რომ რეაქციის ალბათობა შეიძლება გაიზარდოს გარკვეული შედეგებით და შემცირდებს სხვა შედეგებით. თორნდაიკის ტერმინებით თუ ვიტყვით, სტიმულის ძალა, გამოავლინოს რეაქცია, ძლიერდება, როცა რეაქციას მოჰყვება ჯილდო და სუსტდება, როდესაც მას არ მოჰყვება ჯილდო.

თორნაიკი ბევრს ექსპერიმენტირებდა კატებზე, რომლებსაც ყუთი-ლაბირინთიდან უნდა ეპოვათ გამოსასვლელი (იხ. სურათი). მან აღმოაჩინა, რომ მშიერი კატები თავდაპირველად მხოლოდ დატყვევების წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ რადგან ერთმა მათმა რომელიღაც შემთხვევითმა იმპულსურმა მოქმედებამ კარის გაღება გამოიწვია, „ყველა წარულატებელი და გამოუსადეგარი მცდელობები ჩაახშო და წინ წამოწია მხოლოდ ისინი, რომლებსაც შეიძლება კატები სასურველ შედეგამდე მიეყვანა“ (Thorndike, 1898, გვ. 13). რა ისწავლეს თორნდაიკის კატებმა? მათ დაისწავლეს ისეთი ქცევა (მაგალითად, ღილაკზე თათის დაჭერა), რომელის განსაზღვრული სტიმულის პირობებში (დატყვევება ყუთში) მათ სასურველ მიზნამდე (დაუყოვნებლივ განთავისუფლებამდე) მიიყვანდა.

თორნდაიკის თანახმად, დასწავლა არის კავშირის დამყარება მოქმედებასა (რეაქციას) და სიტუაციას (სტიმულს) შორის. თავად ტერმინი კავშირის განსაზღვრება ასეთია: კავშირი სტიმულსა და რეაქციას შორის არსებობს მაშინ, თუ მოცემულ სტიმულზე პასუხის აღმოცენების ალბათობა ნულზე მეტია. იმისათვის, რომ წარმოიქმნას S-R კავშირი, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები, რომლებითაც თორნდაიკი ე.წ. დასწავლის სამი (ეფექტის, ვარჯიშისა და მზაობის) კანონით აყალიბებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვენლოვანი ეფექტის კანონია (იმედაძე, 2004).

მარტივად რომ ვთქვათ, თუ რეაქციას ანუ სიტუაციასა და მასზე საპასუხო ქცევას შორის კავშირის დამყარების პროცესს თან სდევს ან ცვლის სიამოვნების, ან დაკმაყოფილების მდგომარეობა, მაშინ S-R კავშირის სიმტკიცე იზრდება. თუ რეაქციას თან სდევს ან ცვლის უსიამოვნების მდგომარეობა, მაშინ S-R კავშირი სუსტდება.

თორნდაიკი (1913) ამ მდგომარეობებს ოპერაციულად შემდეგნაირად განსაზღვრავს: „სასიამოვნოა მდგომარეობა, რომელშიც ცხოველი არაფერს აკეთებს სიტუაციისთვის თავის ასარიდებლად და ხშირად ისე იქცევა, რომ შეინარჩუნოს ან განაახლოს ის. უსიამოვნოა მდგომარეობა, რომელშიც ცხოველი არაფერს აკეთებს სიტუაციის შენარჩუნებისათვის და ხშირად ისეთ ქცევებს ახორციელებს, რომ დასრულდეს ან შეიცვალოს ეს სიტუაცია“ (გვ. 2). ამრიგად, ეფექტის კანონის თანახმად, ცდა და შეცდომა თავისთავად კი არ განაპირობებს ქცევას, არამედ ორგანიზმის გარკვეული შინაგანი პოლარული მდგომარეობებით (კომფორტი-დისკომფორტი) ხდება მისი დეტერმინირება (იმედაძე, 2004). 

თორნდაიკმა მოგვიანებით შეცვალა ეფექტის კანონი და სასჯელს (უსიამოვნოს) ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე — დაჯილდოების (დამაკმაყოფილებლის) ეფექტს. უფრო ზუსტად, ჯილდო პირდაპირ/უშუალოდ აძლიერებს S-R კავშირს, ხოლო სასჯელი არაპირდაპირ/გაშუალებულად ასუსტებს მას (Thorndike, 1932).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

იმედაძე, ი. (2004). XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. თბილისი: „ენა და კულტურა“.

Thorndike, E. L. (1913). Ideo-Motor Action. Psychological Review, 20, 91-106.

Thorndike, E. L. (1932). The Fundamentals of Learning. New York, Teachers college, Columbia University.

კატეგორია: 
ავტორები: