ენის შექმნის უნარი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Language-making Capacity

თანდაყოლილი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებსაც ბავშვები ენის შესწავლის ამოცანის შესრულებისას იყენებენ.

ბავშვები კონკრეტული ენის შესწავლის ამოცანის შესრულებისას თანდაყოლილ შეზღუდვებს იყენებენ. დენ სლობინმა ეს წარმმართველი პრინციპები განსაზღვრა, როგორც სახელმძღვანელო პრინციპების ერთობლიობა, რომელიც ბავშვის ენის შექმნის უნარს უდევს საფუძვლად. სლობინის (1985) თეორიის მიხედვით, სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვისთვის მიმართულების მიმცემის (დირექტივების) ფორმას იღებს. მაგალითად, ოპერაციული პრინციპი, რომელიც ბავშვს ისეთი სიტყვების აღმოჩენაში ეხმარება, რომლებიც ერთად გამოიყენება მათგან სიტყვათშეთანხმებების შედგენაში, ასეთია: „სიტყვათა კატეგორიებისა და ფუნქციონალური ელემენტების კატეგორიების დადგენილი მიმდევრობის, რომლებიც ერთად ჩნდებიან კონკრეტული პროპოზიციის ტიპის გამოხატვისას, მოცემული პროპოზიციის ტიპის აღმნიშვნელთან ერთად მეხსიერებაში შენახვა“ (გვ. 1252). მარტივად რომ ვთქვათ, ეს სახელმძღვანელო პრინციპი გვეუბნება, რომ ბავშვებმა უნდა დაიცვან სიტყვების წარმოთქმის თანმიმდევრობისა და მათ მიერ გამოხატული მნიშვნელობების ურთიერთმიმართება. სლობინმა სახელმძღვანელო პრინციპები სხვადასხვა ენის მრავალი მკვლევრის მიერ მოწოდებული მონაცემების შეჯამების საფუძველზე გამოიყვანა.

ორსიტყვიანი წინადადებების სტადიაზე, როცა სიტყვების კომბინაციების გამოყენებას იწყებენ, ბავშვების მეტყველება ტელეგრაფულია, რადგან, ძირითადად, არსებითი სახელებისა და ზმნებისგან შედგენილ მოკლე, მარტივი მიმდევრობების ერთობლიობა. ტელეგრაფულ მეტყველებას აკლია ისეთი დამხმარე სიტყვები, როგორებიცაა კავშირები (და, ან) წინდებულები, რომლებიც სიტყვებსა და იდეებს შორის კავშირის გამოხატვაში გვეხმარება.

ორსიტყვიანი გამონათქვამების გასაგებად მოზრდილები იმ კონტექსტს უნდა იცნობდნენ, სადაც ითქვა ეს სიტყვები. „მარი ბურთი“, მაგალითად, შეიძლება ნიშნავდეს: „მარის უნდა ბურთი“ ან „მარი ისვრის ბურთს“. მიუხედავად ამისა, ორსიტყვიანი წინადადებების სტადიაზე მყოფი ბავშვები ამტკიცებენ, რომ მათ, გარკვეულწილად, აითვისეს ინგლისური გრამატიკა. სახელმძღვანელო პრინციპები საშუალებას აძლევს მათ, აღმოაჩინონ, რომ ენაში სიტყვების წყობას არ აქვს მნიშვნელობა და, რომ სამი აუცილებელი ელემენტია: მოქმედი პირი, მოქმედება და ობიექტი (სუბიექტი-ზმნა-ობიექტი), რომლებიც სხვადასხვა მიმდევრობით შეიძლება დალაგდეს. ამ „აღმოჩენის“ დასასტურებაა ის, რომ  ბავშვები არასწორად იგებენ ზოგიერთ წინადადებას,

ახლა განვიხილოთ სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც სლობინმა გავრცობა უწოდა და რომელიც მოითხოვს, რომ ბავშვებმა ერთი და იგივე აზრობრივი ერთეულის ანუ მორფემის გამოყენება სცადონ ერთისა და იმავე ცნების აღსანიშნად. ასეთი ცნებების მაგალითებია კუთვნილებითი ბრუნვა, წარსული დრო და მიმდინარე მოქმედება. ქართულ ენაში თითოეული დასახელებული ფორმა გამოიხატება სიტყვის ფუძეზე ისეთი გრამატიკული მორფემის დამატების გზით, როგორიცაა, მაგალითად, -ის (ბავშვ-ის), და- (და-რეკა), -ავს (რეკავს). დააკვირდით, თითოეული დასახელებული ბგერის დამატება არსებით სახელზე ან ზმნაზე როგორ ცვლის მის მნიშვნელობას.

ბავშვები გავრცობის მსგავს სახელმძღვანელო პრინციპებს ამ მორფემების ფუნქციონირების შესახებ ჰიპოთეზების ჩამოსაყალიბებლად იყენებენ. თუმცა,ვინაიდან ეს პრინციპი მოითხოვს, რომ ბავშვმა უნდასცადოს ყველა კონკრეტული შემთხვევის ერთნაირად აღნიშვნა, ის ხშირად უშვებს შეცდომას — ახდენს ჰიპერრეგულაციას. მაგალითად, ისწავლის რა ბავშვი მომავალი დროის წარმოებას ზოგიერთი ზმნის გარკვეულ ფორმაში გამოყენებით (ვნახ-ავ), მან ეს -ავ შეიძლება ისეთ ზმნებსაც დაამატოს, რომლიდანაც მომავალი დრო რეალურად სხვაგვარად იწარმოება (ვქნ-ავ, ნაცვლად გავაკეთებ-ისა).

ჰიპერრეგულარიზაცია განსაკუთრებით საინტერესო შეცდომაა, რადგან, ჩვეულებრივ, მას შემდეგ ვლინდება, რაც ბავშვებს უკვე ნასწავლი აქვთ რაღაც და ზმნებისა და არსებითი სახელების სწორ ფორმებს იყენებენ. ბავშვები ჯერ ზმნის სწორ ფორმებს იყენებენ, ალბათ, იმიტომ, რომ ისინი სწავლობენ მათ, როგორც ცალკეულ ტერმინოლოგიურ ელემენტებს, მაგრამ, როცა ისინი მომავალი დროის ძირითად წესს სწავლობენ, მას იმ ზმნების მიმართაც იყენებენ, რომლებიც წესიდან გამონაკლისს წარმოადგენენ ანუ იმ სიტყვების მიმართ, რომლებსაც მანამდე სწორად გამოთქვამდნენ. ამის კარგი მაგალითია, როცა ბავშვები ამბობენ „რსებობს“ და არა — „არსებობს“, რადგან მათ უკვე ნასწავლი აქვთ, რომ „არ“ უარყოფის გამომხატველია და ფიქრობენ, რომარ პრეფიქსის გამოკლება უარყოფით მტკიცებას დადებითად აქცევს. დროთა განმავლობაში ბავშვები სხვა სახელმძღვანელო პრინციპებს იყენებენ ამ დროებითი გაუგებრობის დასაძლევად.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Slobin, D. (1985). Crosslinguistic evidenve for the language-making capacity. In D. Slobin (Ed.). The crosslinguistic study of language acquisition: Vol. 2. Theoretical issues (pp. 1157-1256). Hillsdale, NJ: Erlbaum.

კატეგორია: 
ავტორები: