კოლმოგოროვ - სმირნოვის ორი შერჩევის ტესტი

Kolmogorov - Smirnov Test

ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შერჩევის ერთგვაროვნობის შემოწმება ეყრდნობა ამ შერჩევების ემპირიული განაწილების ფუნქციებს შორის მაქსიმალურ Dnm გადახრას. n, m - შესაბამისად პირველი და მეორე შერჩევის მოცულობაა. ცნობილია ამ სტატისტიკის ზუსტი განაწილება, რომელიც გამოიყენება, როცა ორივე მოცულობა 20 - ზე ნაკლებია. პრაქტიკაში, უფრო ხშირად, მოცულობა მეტია 20-ზე და გამოიყენება ზღვრული განაწილებები. როდესაც mnm+n საკმაოდ დიდია, mnm+nDnm სიდიდის განაწილების ფუნქცია ახლოს არის კოლმოგოროვის განაწილებასთან. კოლმოგოროვის განაწილების ფუნქცია არ არის დამოკიდებული შესადარებელი განაწილებების სახეზე და მისი მნიშვნელობები ტაბულირებულია.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: