ინფორმაცია ჩვენი სხეულისა და მისი ნაწილების მოძრაობისა და მდგომარეობის შესახებ.
კინესთეტიკური შეგრძნება უზრუნველყოფს მუდმივ სენსორულ კავშირს უკუკავშირს სხეულის მოტორული აქტივობის შესახებ. ამის გარეშე ვერ შევძლებდით ნებისმიერი მოძრაობების დიდი ნაწილის კოორდინირებას.
კინესთეტიკური ინფორმაციის ორი წყარო გვაქვს: სახსრებში განლაგებული რეცეპტორები და რეცეპტორები, რომლებიც კუნთებსა და მყესებშია განლაგებული. სახსრებში მდებარე რეცეპტორები რეაგირებენ იმ დაჭიმულობაზე, რომელიც თან ახლავს კიდურების სხვადასხვა პოზიციას და დაჭიმულობის ცვლილებებზე, რასაც სახსრების მოძრაობები იწვევს. კუნთებსა და მყესებში მდებარე რეცეპტორები იმ დაძაბულობის ცვლილებებზე რეაგირებენ, რომლებიც კუნთების შეკუმშვასა და გაფართოებას სდევს თან.
თავის ტვინი ხშირად ახდენს კინესთეტიკური შეგრძნებებიდან მიღებული ინფორმაციის შეხების შეგრძნებიდან მიღებულ ინფორმაიასთან ინტეგრირებას. თავის ტვინს არ შეუძლია, მაგალითად, იმ სიგნალების სრულყოფილი გააზრება, რომელიც თითოეული თითიდან მოდის, თუკი მას ზუსტად არ ეცოდინება თითების მდებარეობა ერთმანეთის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც საგნებს დახუჭული თვალებით აგროვებთ. შეხების შეგრძნება საშუალებას გაძლევთ, მიხვდეთ, არის თუ არა აღებული საგანი ქვა, მაგრამ კინესთეტიკური შეგრძნება გიქმნით წარმოდგენას მის ზომაზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.