მრავლობითი რანგობრივი კორელაციის (კონკორდაციის) კოეფიციენტი - არაპარამეტრული სტატისტიკა, რომელიც ამოწმებს ექსპერტთა აზრის შეთანხმებულობას რამოდენიმე ფაქტორთან დაკავშირებით. მაგალითად, რამდენად შეთანხმებულია სხვადასხვა მსაჯების გადაწყვეტილებები კონკურსანტების შეფასებაში.
მაგალითი: კონკურსში იღებს მონაწილეობას n კონკურსანტი და მათ აფასებს m მსაჯი. ვთქვათ, i- ურ კონკურსანტს j-ურმა მსაჯმა მიანიჭა რანგი rij(1≤rij≤n). მაშინ i-ური კონკურსანტის ყველა მსაჯისაგან მიღებული რანგების ჯამია Ri=∑mj=1Rij. ამ ჯამური რანგების საშუალოა R=1n∑ni=1R1=m(n+1)2. განვიხილოთ R1 რანგების საშუალო რანგისაგან (R) გადახრების კვადრატების ჯამი SS=∑ni=1(R1-R)2. კენდალის W კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: W=12SSm2(n3-n). თუ W<0.4 მაშინ მსაჯების შეთანხმებულობა სუსტია, ხოლო თუ W>0.6 - ძლიერი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა