იულია კრისტევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Julia Kristeva

იულია კრისტევა (დაბ. 1941) ცნობილი თანამედროვე მოაზროვნე, ლინგვისტი, კულტურის თეორეტიკოსია, რომელსაც მნიშვნელოვანი შრომები ეკუთვნის ლინგვისტიკის, ფსიქოანალიზის, ლიტერატურის თეორიისა და პოლიტიკის თეორის სფეროებში. როგორც ლინგვისტმა, მან საფუძველი ჩაუყარა რევოლუციურ თეორიას ნიშნების შესახებ, რომელიც დააკავშირა სოციალური და პოლიტიკური ემანსიპაციის პრობლემატიკასთან; როგორც პრაქტიკოსმა ფსიქოანალიტიკოსმა, მან გამოიკვლია და განავრცო ადამიანური სუბიექტისა და სექსუალობის კონცეფციები. კრისტევა ბულგარეთში დაიბადა, თუმცა აკადემიური კარიერა საფრანგეთში გააგრძელა. ანგლოამერიკელმა ფემინისტებმა მისი შრომების თარგმანები 70-80-იან წლებში გაიცნეს, რის შემდეგაც კრისტევამ ფრანგული ფემინიზმის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენლის სახელი დაიმკვიდრა, განსაკუთრებით იმ ნაშრომებით,  რომელშიც ის ფსიქოანალიზის გამოყენებით სუბიექტურობას იკვლევს.

კრისტევას ნაშრომები ძირითადად სამ სფეროს - სემიოტიკას, ფსიქოანალიზს და პოლიტიკას ეხება. მას ეკუთვნის ესეები თანამედროვე პოლიტიკური საკითხების შესახებ, რომლებიც ეხება ევროპულ საზოგადოებას, ევროპელი სუბიექტის ადგილს თანამედროვე დასავლურ ევროპაში. იგი სვამს კითხვას,  რას ნიშნავს იყო ევროპელი ახალ, ერთიან ევროპასა და გლობალურ სამყაროში.

კრისტევას აზრით, სიმბოლურის რაციონალური წესრიგი კულტურულად კოდირებულია, როგორც მასკულინური, სემიოტიკის ემოციური მიმზიდველობა კი კულტურულად კოდირებულია, როგორც ფემინური, აქედან გამომდინარე, არ არსებობს დისკურსი, რომელიც ცალსახად მასკულინური ან ფემინური იქნება. მასკულინური „სიმბოლური“ და ფემინური „სემიოტიკური“ თანაბრად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სუბიექტისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ გენდერს მიაწერს კონკრეტულ ინდივიდს საზოგადოება. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად მასკულინური ან ფემინური „მე“ არსებობდეს. ყოველ სუბიექტსა და ყველა „მეში" (self) შერწყმულია მასკულინური და ფემინური დისკურსული მოდალობები და სემიოტიკურისგან დისტანცირების, განცალკევების პროცესი არასოდეს სრულდება. კრისტევასთვის ის, რასაც საზოგადოება სისტემატურად ახშობს, მიანიშნებს იმაზე,  სად არის ჩაგვრა კონკრეტულ საზოგადოებაში და როგორ უნდა შეიცვალოს ეს საზოგადოება. ის სემიოტიკაში მნიშვნელოვან ეთიკურ პოტენციალს ხედავს, რაც, მისი აზრით, ექსპლიციტურად „ფემინურს“ უკავშირდება. კრისტევა ყურადღებას ამახვილებს ეთიკურ აგენტობაზე და ხაზს უსვამს „ფემინური“ ეთიკური მიდგომის საჭიროებას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Willett, Cynthia, Anderson, Ellie and Meyers, Diana, "Feminist Perspectives on the Self", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Fall 2015 Edition), Edward N. Zalta (ed.), URL = <http://plato.stanford.edu/archives/fall2015/entries/feminism-self/>.

Crisis of the European subject, Julia Kristeva.

Encyclopedia of feminist theories,Edited by Lorraine Code.

კატეგორია: 
ავტორები: