მსოფლიო მონოთეისტური რელიგიებიდან ერთ-ერთი, ებრაელი ხალხის რელიგია, რომლის მთავარი პრინციპებია ერთიანი ღმერთის - იაჰვეს - რწმენა, მესიის (ციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად. აღმოცენდა პოლითეისტური კულტურებიდან ძველებრაელთა მომთაბარე ტომებში. ძვ.წ. XIII ს-დან დაპყრობილ პალესტინაში თანდათან ჩამოყალიბდა იაჰვეს კულტი, რამაც საერთო სახელმძღვანელო რელიგიის სახე მიიღო (ძვ.წ. X ს-დან). ამ დროისათვის იქმნება ძველი აღთქმის კანონიკური ტექსტი, რომლის ბირთვს წარმოადგენს თორა - 5 წიგნი (რომლის ავტორობასაც მოსეს მიაწერენ). ი-ის ძირითადი დოგმატებია: მონოთეიზმი - იაჰვეს აღიარება ერთადერთ ღმერთად; იაჰვეს და ებრაელთა შორის დადებული აღთქმის რწმენა; ისრაელის ძეთა მიჩნევა ღმერთის რჩეულ ერად. ებრაელებმა შეიცნეს თავი ისეთი ყოვლისშემძლე ღმერთის "რჩეულ ხალხად", რომელიც თავის ხალხსაც კი სჯის ზნეობრივი მანკიერების გამო. მრავალი წლის შემდეგ ი. გადაიქცა თვითმყოფად რელიგიად მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა ებრაელთა სახელმწიფო.
იუდაიზმი
Judaism
კატეგორია: